დაახლოებით ერთი თვის წინ დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ბელორუსმა მიხაილ გრაბოვკიმ. სწორედ ის აღმოჩნდა ამ მატჩისა და მთლიანად დღის მთავარი გმირი, თუმცა მისმა ჰეთ თრიქმა "კეპიტალზს" ვერ უშველა.
რაც შეეხება "ჩიკაგოს", შარშანდელი სეზონის ლაურეატმა მინიმალური ცვლილებები შეიტანა შემადგენლობაში. ხორვატულ "ზაგრებში" გადავიდა მცველი სტივ მონტადორი, წავიდა კიდევ რამდენიმე მოთამაშე. რაც შეეხება შევსებას, "ჩიკაგოში" მივიდნენ ნაკლებად
თუმცა "ვაშინგტონის" წინააღმდეგ მატჩში წინა პლანზე ძველი გვარდია იყო. ანგარიში ჩიკაგოელმა ბრენდონ ბოლინგმა გახსნა, რასაც რიცხობრივ უპირატესობაში გატანილი გოლით ალექსანდრ ოვეჩკინმა უპასუხა, რომელიც სულ რაღაც სამი დღის წინ საბერძნეთში იმყოფებოდა და ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში იღებდა მონაწილეობას.
რუსმა ვარსკვლავმა აღიარა, რომ ძველ ოლიმპიაში მგზავრობის გამო რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა, თუმცა ეს მის თამაშს არ დასტყობია.
"ჩიკაგო" ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა მინიმალურ უპირატესობას. ჯერ კიდევ პირველ 20-წუთეულში პატრიკ კეინმა ისევ გაიყვანა წინ მასპინძლები, მეორე პერიოდში კი გუნდებმა შაიბები გაცვალეს.
ყველაზე საინტერესო მესამე პერიოდი იყო. პირველ და მეექვსე წუთებზე დედაქალაქელებმა ორი თითქმის ერთნაირი კომბინაცია გაითამაშეს და მაიკ გრინის პასებით გრაბოვსკიმ ორჯერ გამოიჩინა თავი, რითაც პირველად გაიყვანა წინ თავისი გუნდი.
თუმცა "ვაშინგტონის" სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. მასპინძლების რიგებში საუკეთესომ, ბრენდონ საადმა (1+2) თანაფარდობა აღადგინა, "ჩიკაგოს" კი გამარჯვება ჯონი ოდუაისა და მარიან ჰოსას გოლებმა მოუტანეს.
საერთო ჯამში, თამაში თანაბარი გამოვიდა: "ვაშინგტონმა" 34 დარტყმა შეასრულა, "ჩიკაგომ" - 32, თუმცა უფრო იღბლიანები სტენლის თასის მფლობელები აღმოჩნდნენ.
* * *
კიდევ ერთ მატჩში "ედმონტონი" თავის მოედანზე იღებდა "ვინიპეგს" და დამარცხდა, იმის მიუხედავად, რომ 4:2-ით იყო დაწინაურებული.
ეს მატჩი ერთგვარ ბენეფისად იქცა "ვინიპეგის" ფორვარდ მიხალ ფროლიკისთვის, რომელიც ამ გუნდმა "ჩიკაგოდან" დაიმატა. ჩეხმა ჰოკეისტმა დუბლი გაიფორმა და ერთ-ერთი შაიბა გამარჯვებისა იყო. გარდა ამისა, ფროლიკმა თავისი პირველი გოლით გარდატეხა შეიტანა თამაშში - იმ მომენტში "ედმონტონი" 4:2-ს იგებდა.
თუმცა მატჩის პირველ ვარსკვლავად არა ფროლიკი, არამედ ჯეიკობ ტროუბა დაასახელეს, რომელმაც ერთი შაიბა შეაგდო და ერთი საგოლე პასი მიითვალა.
* * *
ასევე შედგა კანადური დერბი "მონრეალსა" და "ტორონტოს" შორის. ზედიზედ მეხუთე სეზონია, ეს გუნდები ერთმანეთში მატჩით ხსნიან რეგულარულს და ამ ხუთ შეხვედრაში "ტორონტომ" მეოთხედ მოიგო.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - ზუსტად დაარტყა ჯეიმს ვან რიმსდიკმა, თუმცა "მონრეალმა" პირველ პერიოდში არათუ გაათანაბრა ანგარიში, არამედ წინ გასვლაც შეძლო.
მეორე პერიოდში დიონ ფანოფმა და ტაილერ ბოჟაკმა ორი ზუსტი დარტყმით წინ გაიყვანეს "ტორონტო", ხოლო მესამე 20-წუთეულის სტარტზე მეისონ რეიმონდმა ორამდე გაზარდა სტუმრების უპირატესობა. "მონრეალმა" ამას მხოლოდ ლარს ელერის (2+1) გოლით უპასუხა, მაგრამ ამან "კანადიენსს" ვერ უშველა.
ეს შეხვედრა განსაკუთრებული უხეშობით აღინიშნებოდა და შეიწირა "მონრეალის" მოთამაშე პაროსი. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ის სახით დაასკდა ყინულს, ცხვირი გაიტეხა და საბოლოოდ, საკაცითა და კისრის ფიქსატორით გაიყვანეს მოედნიდან.
მონრეალი-ტორონტო 3:4
2:1, 0:2, 1:1
გოლები: 0:1 ვან რიმსდიკი-1 (კესელი-1, ფრენსონი-1), 1:1 ელერი-1 (დიასი-1, გალჩენიუკი-1), 2:1 გალაჰერი-1 (ელერი-1, გალჩენიუკი-2), 2:2 ფანოფი-1 (კადრი-1, კულემინი-1), 2:3 ბოჟაკი-1, 2:4 რეიმონდი-1 (ბოდი-1), 3:4 ელერი-2.
ჩიკაგო-ვაშინგტონი 6:4
2:1, 1:1, 3:2
გოლები: 1:0 ბოლინგი-1 (ჰიალმარსონი-1, კრუგერი-1), 1:1 ოვეჩკინი-1 (გრაბოვსკი-1, ბექსტრიომი-1), 2:1 პ. კეინი-1 (ტეივზი-1, როჟსივალი-1), 2:2 გრაბოვსკი-1 (ჯ. უორდი-1), 3:2 სიბრუკი-1 (მარიან ჰოსა-1, საადი-1), 3:3 გრაბოვსკი-2 (მაიკ გრინი-1, ოვეჩკინი-1), 3:4 გრაბოვსკი-3 (მაიკ გრინი-2, ბექსტრიომი-2), 4:4 საადი-1 (ჰანძუში-1, კიტი-1), 5:4 ოდუია-1 (საადი-2, ჰიალმარსონი-2), 6:4 მარიან ჰოსა-1.
ედმონტონი-ვინიპეგი 4:5
2:3, 2:1, 0:2
გოლები: 1:0 მ. ბრაუნი-1 (გაზდიჩი-1, ეკტონი-1), 1:1 შაიფელი-1 (ბაფლინი-1, ენსტრიომი-1), 1:2 ლიტლი-1 (ენსტრიომი-2, ბაფლინი-2), 2:2 გორდონი-1 (შულცი-1, ჰემსკი-1), 3:2 ჰემსკი-1 (ტ. ჰოლი-1, რ. სმიტი-1), 4:2 იოენსუუ-1 (ებერლე-1, არკობელო-1), 4:3 ფროლიკი-1 (ბოგოსიანი-1, ტროუბა-1), 4:4 ტროუბა-1, 4:5 ფროლიკი-2 (ტანგრადი-1, ბაფლინი-3).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რეიტინგები და პროგნოზები სეზონის წინ