ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ჩიკაგო ბლეკჰოქსის" ფორვარდი პატრიკ კეინი დაასახელა. მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 ქულა (4+3) დააგროვა, რითაც თავის კლუბს ოთხივე მატჩის მოგებაში დაეხმარა.

"ტორონტოსთან" 4:1 მოგებულ მატჩში, ამერიკელმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა, რასაც ერთი შედეგიანი პასი დაუმატა. "ჩიკაგოს", ამჟამად, 11-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, რაც საკლობო რეკორდია.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "კალგარი ფლეიმზის" ფორვარდი სემ ბენეტი. ის ლიგის ლიდერი გახდა ექვსი გატანილი გოლით. "ფლორიდასთან" შეხვედრაში (6:0), ფორვარდმა ოთხი გოლი გაიტანა. 19 წლისა და 207
დღის ბენეტი ლიგის ისტორიაში მესამე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც ერთ მატჩში ოთხი შაიბა გაიტანა. უფრო ადრეულ ასაკში ეს შეძლეს: ჯეკ ჰემილტონმა ("ტორონტო", 18 წლის და 185 დღის, 1943 წელი) და ბობი კარპენტერმა ("ვაშინგტონი", 18 წლის და 227 დღის, 1982 წელი).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ლოს ანჯელეს კინგზის" ფორვარდმა ანზე კოპიტარმა. მან სამ მატჩში 7 ქულა (2+5) მიითვალა.

ფლორიდა-ედმონტონი 2:4
0:2, 0:1, 2:1
გოლები: 0:1 ტ. ჰოლი-17 (პურსელი-17), 0:2 ებერლე-11 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-22, პულიო-11), 0:3 ტ. ჰოლი-18 (პურსელი-18, დრაისეტლი-25), 1:3 რ. სმიტი-13, 2:3 ჰოუდენი-4 (შ. ტორნტონი-1, ბ. კემპბელი-13), 2:4 პურსელი-10 (ტ. ჰოლი-27).

ვინიპეგი-კოლორადო 1:2
0:0, 0:2, 1:0
გოლები: 0:1 სოდერბერგი-9 (ჰოლდენი-15, კომო-14), 0:2 იგინლა-13 (სოდერბერგი-23, ტანგეი-14), 1:2 არმია-2 (მ. პერო-23, ელერსი-9).

სტ. ლუისი-პიტსბურგი 5:2
1:1, 1:1, 3:0
გოლები: 1:0 სტინი-14 (შჩასტნი-16), 1:1 კუნიტცი-8 (ლეტანგი-23, კროსბი-23), 1:2 მალკინი-20 (ჰაგელინი-9, ლეტანგი-24), 2:2 ტარასენკო-25 (ედმუნდსონი-6, ფაბრი-7), 3:2 ბროუერი-9 (შჩასტნი-17, პარაიკო-13), 4:2 შჩასტნი-5 (ბროუერი-10, ბოუმისტერი-11), 5:2 შატენკირკი-9 (სტინი-27, შჩასტნი-18).

არიზონა-ბაფალო 1:2
0:0, 0:2, 1:0
გოლები: 0:1 აიკელი-14 (რისტოლაინენი-22, ო'რაილი-22), 0:2 მაკგინი-10 (აიკელი-15, რისტოლაინენი-23), 1:2 ვერმეტი-7 (დოუნი-8, რიდერი-18).

სან ხოსე-ოტავა 3:4 (ბ)
0:1, 1:1, 2:1, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 მაკორმიკი-2 (სესი-7, კ. ნილი-4), 0:2 რაიანი-15 (ზიბანეჯადი-18, ე. კარლსონი-38), 1:2 ჰერტლი-8 (ჯ. ტორნტონი-26, ბერნსი-23), 2:2 კუტური-2 (ჯ. უორდი-15, ვლასიჩი-17), 3:2 ნიეტო-6 (დონსკოი-11, ტირნი-9), 3:3 ზ. სმიტი-9 (ბულიტი).
ბულიტები გაიტანეს: ზიბანეჯადი (ოტავა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული