ბულგარეთის ქალაქ პოვდივში 23-წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე ხმლით გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მე-7 ადგილი დაიკავა.
გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრების სახელით ნიკა შენგელიამ, ვაჟა რეჭიამ, გოგა კაკაურიძემ და ნიკოლოზ ჭეიშვილმა იასპარეზეს.
თავდაპირველად საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 45:34 სძლია, შემდეგ რუსეთთან 40:45 დამარცხდა.
ამის შემდეგ ჩვენი ნაკრები 5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში უკრაინას შეხვდა და 42:45 დამარცხდა. 7-8 ადგილების შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრებმა უნგრეთს 45:39 მოუგო და საბოლოოდ ტურნირზე მე-7 ადგილი დაიკავა.
U23. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში: ყველაზე მეტად ლიკა ჯიჯეიშვილმა იყოჩაღა