U23. ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა გუნდურში მე-7 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ბულგარეთის ქალაქ პოვდივში 23-წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე ხმლით გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მე-7 ადგილი დაიკავა.

გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრების სახელით ნიკა შენგელიამ, ვაჟა რეჭიამ, გოგა კაკაურიძემ და ნიკოლოზ ჭეიშვილმა იასპარეზეს.

თავდაპირველად საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 45:34 სძლია, შემდეგ რუსეთთან 40:45 დამარცხდა.

ამის შემდეგ ჩვენი ნაკრები 5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში უკრაინას შეხვდა და 42:45 დამარცხდა. 7-8 ადგილების შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრებმა უნგრეთს 45:39 მოუგო და საბოლოოდ ტურნირზე მე-7 ადგილი დაიკავა.

altU23. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში: ყველაზე მეტად ლიკა ჯიჯეიშვილმა იყოჩაღა

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული