ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში 23-წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე ხმლით გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-10 ადგილი დაიკავა.
პირველი შეხვედრა ქართველმა გოგონებმა ესპანეთის გუნდთან დათმეს - 42:45.
შემდეგ მე-9-მე-10 ადგილებისთვის ბრძოლაში გერმანიასთან დამარცხდნენ - 37-45. საბოლოოდ მე-10 ადგილზე დაასრულეს ტურნირი.
საქართველოს ნაკრებში ლიკა ჯიჯიეშვილი, ანა აფრასიძე, თამარ ჩარკვიანი და თეონა გოგლიძე ასპარეზობდნენ.