2 ქართველი მოფარიკავე ქალი ახალ რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) ზონალური ჩემპიონატების დასრულების შემდეგ 2018/19 წლების რეიტინგი განაახლა.

მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ქართველი მოფარიკავეებისათვის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

ხმალში ვაჟთა შორის, ერთი პოზიციით დაიწია და მე-13 ადგილზეა სანდრო ბაზაძე, თუმცა მის წინ მყოფ ტუნისელ ფარეს ფერჯანისთან თანაბარი ქულა აქვს.

47-ე ადგილი შეინარჩუნა მიხეილ მარდალეიშვილმა, ბექა ბაზაძემ 2 პოზიციით დაიხია უკან და 68-ეა, ყველაზე მეტად მდგომარეობა ნიკა შენგელიამ გაიუარესა, რომელიც 47 საფეხურით დაქვეითდა და 134-ე ადგილზეა.

რეიტინგში კიდევ ორი ქართველია: 161. ვაჟა რეჭია, 255. საბა სულამანიძე.

გუნდურ ჩათვლაში
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები კვლავ მე-11 ადგილზეა.

ხმალში ქალთა შორის რეიტინგში მყოფ სამივე სპორტსმენს წინსვლა აქვს, თეოდორა კახიანმა 14, ლიკა ჯიჯეიშვილმა 24 ადგილით აინაცვლა და შესაბამისად 89-ე და 96 ადგილებზე არიან, დარია ანტონოვა 214-ეა.

ვაჟებში რაპირაში, ლუკა ღაღანიძე 131-ეა, ხოლო ლაშა გალუაშვილი 149-ე პოზიციაზეა.
დაშნაში ქალთა შორის 169-ე ადგილზეა მაია გუჩმაზოვა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული