მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეები ჯგუფიდან გავიდნენ

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/georgianfencing

ბუდაპეშტში დღეს, 15 ივლისს დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში. ქართველმა ვაჟმა მოფარიკავეებმა ხმლით ფარიკაობაში ჯგუფური ეტაპი დაძლიეს.

მიხეილ მარდალეიშვილმა საკუთარ ჯგუფში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ბექა ბაზაძე მეორე იყო, ხოლო ნიკა შენგელიამ ჯგუფიდან გასვლა მე-4 ადგილიდან მოახერხა.

ბაზაძე და მარდალეიშვილი პირდაპირ 1/32-ფინალში მოხვდნენ. მიხეილის მეტოქე მოჰაბ სამერი (ეგვიპტე) იქნება, ხოლო ბექასი - კანადელი ფარეშ არფა.

ხოლო შენგელია თავიდან 1/64-ფინალში მოხვდა. თუმცა ნიკამ უკვე მოახერხა ვენესუელელი ელიესერ რომეროს დამარცხება და ისიც 1/32-ფინალში თურქ ენვერ ილდირიმის წინააღმდეგ იფარიკავებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე საუთარი შეხვედრები
ჩაატარა ქართველმა ქალმა მოფარიკავემ, მაია გუჩმაზოვამ. მაიამ ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა, 1/64-ფინალში იფარიკავა და რუმინელ ბიანკა ბენეასთან დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული