ფოტო: facebook.com/pg/georgianfencing
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში III დღეს ქართველმა სპორტსმენებმა რაპირასა და ხმლით ფარიკაობაში მიიღეს მონაწილეობა.
რაპირით მოასპარეზე ორივე ქართველმა გადალახა წინასწარი ეტაპი და შაბათს, 20 ივლისს ძირითად ბადეში, 64 საუკეთესოს შორის იასპარეზებენ.
ლუკა ღაღანიძემ ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები 100%-იანი შედეგით პირდაპირ მოიპოვა ადგილი ძირითად ბადეში და იქ ეგვიპტელ ალაელდინ აბუელკასენს შეხვდება.
ხოლო ლაშა გალუაშვილმა ჯგუფური ეტაპის შემდეგ კიდევ ორი შეხვედრა მოიგო და ძირითად ბადეში სამხრეთკორეელ ჯუნ ჰეოს შეხვდება.
რაპირით მოფარიკავე ქართველმა გოგონებმა თეოდორა კახიანმა და ლიკა ჯიჯეიშვილმა წარმატებით გაიარეს წინასწარი ეტაპი და 20 ივლისს ძირითად ბადეში, 64 საუკეთესოს შორის იასპარეზებენ. თეოდორა კახიანი ბელორუს პალინა კასპიაროვიჩს შეხვდება, ხოლო ლიკა ჯიჯეიშვილი - ჩინელ ხიაოიე ჯიას.
სამწუხაროდ, დარია ანტონოვა ჯგუფიდან ვერ გავიდა.