ბელგიურმა გამოცემა voetbalnieuws-მა იუპერ ლიგის 10 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.
"ტრანსფერმარკეტის" მიხედვით, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი 9 მილიონი ევროა. ამ მონაცემებით, გიორგი მე-10-მე-7 ადგილებს იყოფს, რადგან მის გარდა 9 მილიონად კიდევ 3 ფეხბურთელია შეფასებული.
აღნიშნული ვებგვერდის ამ სიას ფეხბურთელების დასახიათებაც ახლავს თან. აი, რას წერს საიტი გიორგის შესახებ:
"გენტის" ქართველი ნახევარმცველი უდიდესი ტალანტია. ის დროდადრო აჩვენებდა თავის ნიჭს "გელამკო არენაზე", თუმცა მხოლოდ სანახევროდ. ტრავმების გამო გიორგიმ ვერ შეძლო სრულად განვითარება. მიუხედავად ამისა, ჩაკვეტაძეს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი. "გენტის" შემადგენლობაში კი 50 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა."
ბელგიური ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი "ბრიგეს" შემტევი, ბრაზილიელი უესლი მორაეშია.