გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური ლიგის ტოპ 10 ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელს შორისაა

AutoSharing Option
ბელგიურმა გამოცემა voetbalnieuws-მა იუპერ ლიგის 10 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.

"ტრანსფერმარკეტის" მიხედვით, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი 9 მილიონი ევროა. ამ მონაცემებით, გიორგი მე-10-მე-7 ადგილებს იყოფს, რადგან მის გარდა 9 მილიონად კიდევ 3 ფეხბურთელია შეფასებული.

აღნიშნული ვებგვერდის ამ სიას ფეხბურთელების დასახიათებაც ახლავს თან. აი, რას წერს საიტი გიორგის შესახებ:

"გენტის" ქართველი ნახევარმცველი უდიდესი ტალანტია. ის დროდადრო აჩვენებდა თავის ნიჭს "გელამკო არენაზე", თუმცა მხოლოდ სანახევროდ. ტრავმების გამო გიორგიმ ვერ შეძლო სრულად განვითარება. მიუხედავად ამისა, ჩაკვეტაძეს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 7 შეხვედრაში
5 გოლი აქვს გატანილი. "გენტის"  შემადგენლობაში კი 50 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა."

ბელგიური ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი "ბრიგეს" შემტევი, ბრაზილიელი უესლი მორაეშია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული