![](https://sportall.ge/pictures/image31/ce7929ed9a089ed3acaa8e6c5818a7b7.jpg)
31 მაისს, საბა ლობჟანიძის "რანდერსი" ევროპა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში გასვლაზე "ბრონდბიუსთან" 2:4 დამარცხდა.
არადა, "რანდერსი" თავიდან 2:0-ს იგებდა.
ლობჟანიძე მაისში დანიის სუპერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მან მაისში 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საბამ დანიის გასული ჩემპიონატის 36 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ორი უახლოესი მატჩისთვის გამოიძახა.
![საბა ლობჟანიძე მაისში დანიაში საუკეთესოდ აღიარეს - "რანდერსი" ევროპა ლიგაზე ვერ გავიდა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/ed3a7bcb4b127a9cb8ccbe8043b4e36b.jpg)
![საბა ლობჟანიძე მაისში დანიაში საუკეთესოდ აღიარეს - "რანდერსი" ევროპა ლიგაზე ვერ გავიდა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/c41d6bcf28c3701ca96b30d78e300d2e.jpg)