31 მაისს, საბა ლობჟანიძის "რანდერსი" ევროპა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში გასვლაზე "ბრონდბიუსთან" 2:4 დამარცხდა.
არადა, "რანდერსი" თავიდან 2:0-ს იგებდა.
ლობჟანიძე მაისში დანიის სუპერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მან მაისში 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საბამ დანიის გასული ჩემპიონატის 36 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ორი უახლოესი მატჩისთვის გამოიძახა.