იტალიური გამოცემა bottadiculo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, რომაულ კლუბს ბელგიის ჩემპიონატიდან ორი ფეხბურთელის ყიდვა სურს. ერთი "ბრიუგეს" თავდამსხმელი უესლი გახლავთ, ხოლო მეორე საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა.
აი, რას წერს საიტი გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით:
"თავდასხმის გარდა, მეორე რგოლი, რომელსაც ცვლილებები შეიძლება შეეხოს, ნახევარდაცვაა.
"ლაციოში" უკვე ფიქრობენ ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის - ბადელისა და მილინკოვიჩ-სავიჩის შემცვლელების თაობაზე.
მომავალი სეზონის წინ "ლაციოს" სპორტული დირექტორი იგლი ტარე ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ფეხბურთელს აკვირდება, რათა აღმოაჩინოს ტალანტი და მიიყვანოს "ოლიმპიკოზე".
უკანასკნელი ინფორმაციით, სამიზნეებს შორის პირველ ადგილზე 1999 წელს დაბადებული გიორგი ჩაკვეტაძე არის, რომელიც "გენტის" "10 ნომერია". ჩაკვეტაძის ფასი დაახლოებით 12-15 მილიონი ევრო იქნება და შესაძლოა, "ლაციომ" მალე გადადგას პირველი ნაბიჯი."
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძეს ამჟამად ტრავმა აქვს და რეაბილიტაციის კურსს საქართველოში გადის. გასული წლის ბოლოს ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევით "ბარსელონა" იყო დაინტერესებული, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმამ გიორგის უკეთეს გუნდში ტრანსფერი გარკვეული დროით გადადო.
... ამ ბიჭს, რომ ვუცქერ, უმალ ჯიბეზე ხელს მოვივლებ ხოლმე, რეალმა და იუვენტუსმა არ დაგვასწრონ და ცხვირწინიდან არ აგვაცალონ, როგორც როდრიგეს კორჩეტო ლიმა სენტო კარბელა პუაჩიტო კაკანბო ჟეკოს შემთხვევაში მოხდაო.....
ჩაკვეტააძე სჯობს ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც ძირითადში იქნება, მუდმივად ათამაშებენ და სათადარიგოთა სკამს არ გახეხავს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს დიდი! თორემ მაგალითად აგერ გვყავს ქინქლაძე, როგორც კი ცუდ ატმოსფეროში მოხვდა, დაღუპეს, ორი სამი წელი ფეხბურთელისთვის მთელი ეპოქაა. მთელი ეპოქა და ამიტომ პატარა შეცდომის უფლებაც არ აქვს...