მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენას მთების გადადგმა შეუძლია - წინასამატჩო მოთელვა

AutoSharing Option
შვეიცარიასა და ირლანდიასთან მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარს შეხვდება და "დინამო არენაზე" გამარჯვებას შეეცდება.

ერთა ლიგაზე წარმატების შემდეგ გულშემატკივრების არსებაში ჩაღვრილი იმედების გაცრუება დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენმა ნაკრებმა ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო… ალბათ, ჯერ კიდევ შორს ვართ შვეიცარიული ნეიტრალიტეტისგან…

Sportall.Ge

თუმცა, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. მთავარი ხომ სულისკვეთებაა, მთავარი ხომ მონდომებაა, მთავარი ხომ ბრძოლაა… ეს უკანასკნელი კი ჩვენთვის მშობლიურია, გენომებშია ჩაწერილი… ამიტომაც ვიბრძოლებთ ისე, თითქოს ეს ჩვენი უკანასკნელი თამაში იყოს… ვიბრძოლებთ გიბრალტართან, დანიასთან, ირლანდიასთან, შვეიცარიასთან და ყველა გუნდთან…

პრობლემების დიდ
ოკეანეში ვართ ჩაძირულნი და ნაპირი ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ იმედები მხოლოდ მაშინ გადაიწურება, როცა ჩვენ თვითონ დავკარგავთ რწმენას, რადგან მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენას მთების გადადგმა შეუძლია, შვეიცარიული და ირლანდიური მთების, ვიკინგების შთამომავლების და გიბრალტარელების დამარცხებაც…

მრგვალ მაგიდას ერთი რაინდი, გიორგი ჩაკვეტაძე აკლია, მაგრამ მის ღირსეულ შემცვლელად, იმედია, ახალგაზრდა ვატო არველაძე მოგვევლინება… ალგეთის ლეკვები კიდევ დაიზრდებიან, სულისკვეთება გაორმაგდება, გაათმაგდება, გაასმაგდება და საბოლოოდ დანებებას ხარაკირს ვამჯობინებთ…

ამას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ ფეხბურთელებთან ერთად ჩვენც ვიბრძოლებთ, თუ ბოლო წუთამდე სტადიონზე ვიდგებით… გულშემატკივარი მეთორმეტე მოთამაშეაო, ამბობენ ფეხბურთის კულუარებში. ამიტომაც, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი "ჯვაროსნების" გვერდით უნდა ვიდგეთ… ბრძოლას ვაგრძელებთ, რადგან გამარჯვება მხოლოდ ლომთა ხვედრია...

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბიჭო ჯერ ვაზელინი გაათრიეთ ნაკრებიდან და რწმენა სულიერების საკითხებზე მერე ილაპარაკეთ
Bijo
07:03 06-06-2019
0
კიდევ ერთხელ გადავიკითხე გალექსილი სტატია და სურათებს დავაკვირდი. სამივე სურათზე გამოსახული ფეხბურთელებიდან არცერთს არ ვათამაშებდი ძირითადში.
emigranti
01:45 06-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული