ვლადიმირ ვაისი: ამ მატჩში მხოლოდ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ითამაშებენ

AutoSharing Option
6 ივნისს, საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებების მატჩამდე ერთი დღით ადრე, "ჯვაროსანთა" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

სლოვაკმა სპეციალისტმა ხვალ გასამართი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა კვარაცხელია გამოვიძახე იმისთვის, რომ ითამაშოს. მისი სათამაშო სტილი შესაძლოა ჩაკვეტაძეს შევადაროთ. არის შანსი, რომ მან ითამაშოს.

მის დებიუტთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი მაქვს. დიდი ნახტომი ჰქონდა, როდესაც "რუსთავიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა. მისი მომავალი კარიერა ბევრ რამეზეა დამოკიდებული - კლუბზე, თანაგუნდელებზე, მშობლებზე, მწვრთნელზე.

სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო გიორგი ქვილითაია ვერ დაგვეხმარება. სავარაუდოდ, ტრავმის გამო რამდენიმე კვირა ვერ
ითამაშებს.

გიბრალტართან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ხვალ შემტევი, გახსნილი თამაში უნდა ვითამაშოთ და შეტევაში ღია თამაში უნდა ვაჩვენოთ. ვეცდებით, გულშემტკივრისთვის დასამახსოვრებელი მატჩი იყოს.

გიბრალტარმა სომხეთთან ნამდვილად სიურპრიზი შემოგვთავაზა. ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, ვნახეთ.

გია გრიგალავას რუსეთში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, თითქმის ყველა მატჩში ითამაშა. მის პოზიციაზე ბევრი მოთამაშე გვყავდა. ის ცაციაა, ამიტომ მისი პირველი პასი ძალიან დაგვჭირდება. დიდი შანსია, ხვალ ძირითად შემადგენლობაში იყოს.

ამ მატჩში მხოლოდ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ითამაშებენ. სხვადასხვა სახის პრობლემა აქვთ საბა კვირკველიას, დავით ხოჭოლავას და გიორგი პაპუნაშვილს.

ლევან მჭედლიძემ ერთი ვარჯიში გამოტოვა და არაა გამორიცხული, ხვალ 15-20 წუთი მიეცეს.

ლუკა ზარანდია სიმბოლურ გუნდში მოხვდა? დრიბლინგის სიმბოლურ გუნდში? ფეხბურთი კომპლექსური ელემენტების ერთობლიობაა, მხოლოდ დრიბლინგი არ არის ფეხბურთი.

ლუკა ნიჭიერი ფეხბურთელია. მის პოზიციაზე სხვადასხვა ფეხბურთელი გვყავს - გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი მერებაშვილი. თუ პროგრესს გააგრძელებს, აუცილებლად მოხვდება შემადგენლობაში.

ელგუჯა ლობჯანიძე საქართველოს ნაკრებში მეორედ არის. რა ტაქტიკითაც ვაპირებთ გიბრალტარის წინააღმდეგ თამაშს, იმ კატეგორიის ფეხბურთელია. კარგად იხსნება, კარგად თამაშობს თავით.

ვაკო ყაზაიშვილის არგამოძახების მიზეზი სხვა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემაა. მან უნდა მოუსმინოს მწვრთნელს, იმუშაოს გუნდთან ერთად. საჭიროა უფრო მაღალი ხარისხი, მეტი დისციპლინა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მატჩებში არ იქნება.

სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთის სათამაშოდ ცუდი დროა. ხვალ მოედანზე ის მოთამაშეები გამოვლენ, ვისაც ფაქტობრივად 100-პროცენტიანი სათამაშო პრაქტიკა აქვთ.

გეგმაში გვაქვს მონახაზი, ვინც დანიასთან უნდა ითამაშოს. ასე რომ, ისინი გადანაწილებულები არიან ამ ორ მატჩში", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნული ნაკრებების მატჩი 7 ივნისს, 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

altნიკა კვეკვესკირი: გვაქვს შანსი, ერთხელ და სამუდამოდ ავისრულოთ ოცნება

მკითხველის კომენტარები / 30 /
გულშემატკივარმა კატეგორიულად მოვთხოვოთ ზარანდიას, რომ ან ის ა) უარს ამბობს თავისი ნებით ნაკრებზე ერთხელ და სამუდამოდ ანდა ბ) საერთოდ დაანებოს ფეხბურთს თავი, რათა არსებული საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნება დღის წესრიგიდან და არც ზედემტ კითხვებზე არ იქნება საჭირო პასუხების ძიება.

პ.ს. დღევანდელი დღის ბოლოს სტატისტიკას ველოდები.
ჯონი
10:56 07-06-2019
2
გადასაყენებელია
გადასარევი გიორგი
10:55 07-06-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული