"ყველასთვის სასიამოვნო იყო ერთა ლიგა, რადგან გულშემტკივარი დავაბრუნეთ სტადიონზე. მეტი პოზიტივი გაჩნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოს ნაკრები მხოლოდ ფეხბურთელები არ არიან და ამ წარმატებაში გულშემატკივრის წვლილი დიდია.
ფეხბურთელები ვითავისებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენ გვაკისრია. ვიცით, რომ ცუდად დავიწყეთ, მაგრამ სულ რომ არ იყოს შანსი ჯგუფიდან გასვლის, ნებისმიერ თამაშში მოსაგებად გავდივართ. ეს ეროვნული ნაკრებია და შეუძლებელია, უმოტივაციოდ გამოხვიდე.
ისე ჩანს, თითქოს ერთა ლიგაზე უფრო მარტივია თამაში, მაგრამ იქაც რთული მეტოქეები გვყავს და იმ სამი ნაკრებისთვისაც ისეთივე უნიკალური შანსია, როგორც ჩვენთვის.
მგონია, რომ ჩვენს გუნდს აქვს შანსი, გულშემატკივარი გაახაროს, ერთხელ და სამუდამოდ ავისრულოთ ოცნება და დიდ ფორუმზე ვითამაშოთ.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელები მოდიან და ის გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსად, არა მარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ კარგი ადამიანიცაა", - განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა.
საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებების მატჩი 7 ივნისს, 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.
ვლადიმირ ვაისი: ამ მატჩში მხოლოდ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ითამაშებენ
გიბრალტარის მწვრთნელი: ჩვენი წარმოდგენა თქვენს გუნდზე ისეთივე მდიდარია, როგორიც თქვენი ჩვენზე