გიბრალტართან საბა კვირკველია ვერ ითამაშებს, დავით ხოჭოლავა კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩს თბილისში ჩაატარებს. თამაშისთვის თითქმის ერთკვირიანი მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ვარჯიში ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა.

ღია ვარჯიშს საწყისი 15 წუთის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამ დროისთვის ეროვნული გუნდი გიბრალტარისა და დანიის ნაკრებების წინააღმდეგ სრული დატვირთვით ემზადება.

კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს დავით ხოჭოლავა, ხოლო საბა კვირკველია გიბრალტართან შეხვედრაში ტრავმის გამო არ იქნება.

საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი),
გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა "დინამო არენას" სალაროებში და ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
კვირკველიას ენატრებოდა ალბათ საქართველოში ჩამოსვლა......
0
3-0 ზე ნაკლებით მოგება ჩემთვის წაგების ტოლფასი იქნება? წარმატება ბიჭებს!
kaxa
10:46 07-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული