დღეს, 7 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში გიბრალტარს უმასპინძლებს.
პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წარმოგვიდგენს.
ჩვენი გუნდი ამ მატჩში უდავო ფავორიტია, თუმცა გიბრალტარს სიურპრიზების შეთავაზება უყვარს.
ის, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჩვენთვის ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებელი ეტაპია, თვითონ ვლადიმირ ვაისმაც არაერთხელ აღნიშნა.
ამ მომენტისთვის "ჯვაროსნებს" 2 შეხვედრა აქვს გამართული და ორივეში დამარცხდა, თან ისე, რომ გოლის გატანა ვერ მოახერხა - ჯერ თბილისში შვეიცარიასთან (0:2), შემდეგ კი სტუმრად ირლანდიასთან (0:1), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს გუნდები ერთა ლიგის მეტოქეებზე რამდენიმე თავით მაღლა დგანან.
საქართველოს ნაკრებს აუცილებლად სჭირდება პირველი გოლებისა და ქულების მოპოვება და დიდი ალბათობით, ეს დღეს მოხდება.
ახალი შემადგენლობა
მატჩის წინა დღეს ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ გიბრალტართან მატჩში შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, რომლებიც სათამაშოდ ასი პროცენტით მზად არიან.
მისივე თქმით, დებიუტი ექნება 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელიც, შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაშიც ვიხილოთ.
ტრავმების გამო ნაკრებს რამდენიმე წამყვანი შემტევი მოთამაშე აკლია - ჯანო ანანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, თორნიკე ოქრიაშვილი. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, არ არის ვაკო ყაზაიშვილიც.
ამას ემატება შეკრებაზე დაზიანებული გიორგი ქვილითაია; ბოლო დღემდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა საბა კვირკველია, რომელიც სავარაუდოდ, არ ითამაშებს.
მცირე დაზიანება აქვთ გიორგი ნავალოვსკისა და დავით ხოჭოლავასაც.
თუმცა სხვა, ნაკლები პრაქტიკის მქონე მოთამაშეებისთვის ეს არის შანსი საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებისთვის.
ვაისმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლევან მჭედლიძეს, შესაძლოა, 15-20 წუთი მიეცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ "ემპოლის" თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.
დიდი ალბათობით, სასტარტოში ელგუჯა ლობჯანიძე უნდა ვიხილოთ. ვაისის თქმით, ის სწორედ ისეთი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს დღევანდელ ტაქტიკას მოუხდება.
დიდი ალბათობით, სასტარტოში ელგუჯა ლობჯანიძე უნდა ვიხილოთ. ვაისის თქმით, ის სწორედ ისეთი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს დღევანდელ ტაქტიკას მოუხდება.
გიბრალტარის ნაკრები
გიბრალტარელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟულიო სეზარ რიბასმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მის გუნდში დანაკლისები არ არის.რიბასს დიდი არჩევანი არ აქვს, თუმცა ის მოთამაშეები, რომლებიც აქამდე გადიოდნენ მოედანზე, ახლაც მის განკარგულებაში არიან.
გიბრალტარის ნაკრებისთვის ეს ტურნირის მეორე მატჩია. პირველ შეხვედრაში ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ამ 30 000-იანი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც უეფას წევრი 2013 წელს გახდა, სულ ორი მოგებაა, ორივე გასულ წელს ერთა ლიგაზე.
რიბასის შეგირდებმა ჯერ სომხეთს სძლიეს სტუმრად (1:0) და ჩვენი მეზობლების ჯგუფში ჩარჩენაში დიდი წვლილი შეიტანეს, შემდეგ კი ლიხტენშტეინი დაამარცხეს საკუთარ მოედანზე (2:1).
ფაქტები
- საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ისტორიაში ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა (3:0, 4:0).
- იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაიმარჯვებს, ვაისს საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი მოგება დაუგროვდება (13 მოგება, 9 ფრე, 11 წაგება)
- ამ მომენტისთვის სლოვაკს, თემურ ქეცბაიას და ალექსანდრე ჩივაძეს თანაბარი, 13-13 გამარჯვება აქვთ.
- გიბრალტარის 31 წლის ფეხბურთელი ჟოზეფ ჩიპოლინა პირველია, ვინც ოფიციალურ მატჩში გაიტანა. მან გოლი სომხეთსაც გაუტანა და ლიხტენშტეინსაც.
- გიბრალტარის ნაკრებმა სტუმრად ჩატარებული შეხვედრებიდან მხოლოდ ერთხელ (სომხეთთან მატჩში) შეინახა კარი მშრალად.
მატჩის დასრულებიდან 2 დღეში საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში გაემგზავრება, სადაც დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
"საინტერესო იქნება იმ ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც სამომავლო იმედებს გვაძლევენ"
3:0 ქეცბაიასგან, 4:0 ცხადაძესგან - საქართველოსა და გიბრალტარის მატჩების ისტორია [VIDEO]
ვლადიმირ ვაისი: ამ მატჩში მხოლოდ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ითამაშებენ
ნიკა კვეკვესკირი: გვაქვს შანსი, ერთხელ და სამუდამოდ ავისრულოთ ოცნება
გიბრალტართან საბა კვირკველია ვერ ითამაშებს, დავით ხოჭოლავა კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს
ამ გუნდის ოპტიმალური შემადგელობა ჩემი აზრით, კვირკველია-პაპუნაშვილის თამაში საეჭვოა, ასევე შანსი ეკუთვნის მერებაშვილს-კიტეიშვილს-პარუნაშვილს თამაშიდან გამომდინარე თუ არ მისდის თამაში ფეხბურთელს შეცვლა გააკეთოს დროულად.