მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინ არის - ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვებები [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: dspace.nplg.gov.ge

გავრცელებული მოსაზრებით, საქართველოში ფეხბურთი ბრიტანელმა მეზღვაურებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოიტანეს.

თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში ფეხბურთელობისთვის აუცილებელი ნიჭი და რამდენიმე საფეხბურთო აქსესუარი იყო საჭირო, დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა.

ყველა საფეხბურთო კლუბსა თუ ქვეყანას პარტნიორი კომპანიები ჰყავს, რომლებსაც ფეხბურთის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ.

ქართულ ფეხბურთში ამ მხრივ გამორჩეულია "ვითიბი ბანკი", რომელიც საკუთარი აქტივობებითა და მხარდაჭერით არა მარტო ეროვნულ ნაკრებს, არამედ ყველაზე მთავარს - ბავშვთა ფეხბურთს ეხმარება.

ფოთში ჩამოსულ მეზღვაურებს კი მხოლოდ ბურთი ჰქონდათ, რაც სრულებით საკმარისი იყო, რომ არა მარტო საკუთარი
თავები გაერთოთ, არამედ ადგილობრივ მოსახლეობაში ინტერესიც გაეჩინათ.

პირველი ქართული კლუბიც ამ ქალაქში დაკომპლექტდა, რომელიც ფოთის მერის, ნიკო ნიკოლაძის ვაჟმა დააარსა 1906 წელს, 1908 წელს კი ოფიციალურად, საკრებულოში დაარეგისტრირა.

ამავდროულად, თბილისშიც შეიქმნა საფეხბურთო კლუბი - თბილისის "კომეტა", რომელიც 1907 წელს კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის თანამშრომელმა დოლფელზინგერმა დააფუძნა.

Sportall.Ge

1913 წელს შეიქმნა კიდევ ერთი ქართული კლუბი, რომელიც დღესაც ასპარეზობს - ეს ფოთის "კოლხეთია".

ნელ-ნელა ფეხბურთი ქართულ რეალობაში მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა.

1925 წელს ჩამოყალიბდა შემდგომში ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი, თბილისის "დინამო", რომელმაც არაერთ წარმატებას მიაღწია.

თბილისური კლუბი, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობდა, ჩემპიონი ორჯერ გახდა - 1964 და 1978 წლებში.

1981 წლის 13 მაისს კი ქართული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვან ტიტულს, ევროპის თასების მფლობელთა თასს დაეუფლა.

1977 წლის 28 სექტემბერი. "ინტერი"-"დინამო" (0:1)
უეფას თასის 1/32-ფინალურ მატჩში ლეგენდარულ "სან სიროზე" თბილისის "დინამომ" მილანის "ინტერს" სძლია.

მატჩის ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე დავით ყიფიანმა გაიტანა.


1979 წლის 3 ოქტომბერი. "დინამო"-"ლივერპული" (3:0)
უეფას ჩემპიონთა თასის მეთექვსმეტედფინალურ მატჩში "დინამომ" იმ პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, "ლივერპულს" თბილისში უმასპინძლა.

"დინამო არენას" მაშინ ვლადიმერ ლენინის სახელი ერქვა.

თბილისელებმა "ლივერპულს", რომლის რიგებშიც ლეგენდარული კევინ დალგლიში ასპარეზობდა, 3:0 სძლიეს. მეტოქის კარში გოლები რამაზ შენგელიამ, საშა ჩივაძემ და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს. საპასუხო მატჩი მერსისაიდელთა გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში შემდეგ ეტაპზე "დინამო" გავიდა, რომელიც მერვედფინალში "ჰამბურგთან" დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა თასი სწორედ "ლივერპულმა" მოიგო.


1981 წლის 4 მარტი. "ვესტ ჰემი" - "დინამო" (1:4)
თასების მფლობელთა თასის მეოთხეფინალურ მატჩში თბილისის "დინამო" ლონდონს ესტუმრა და "ვესტ ჰემს" საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა.

მეტოქის კარში გოლები რამაზ შენგელიამ (2), საშა ჩივაძემ და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს.

განმეორებით შეხვედრას, რომელიც თბილისში გაიმართა და "ვესტ ჰემის" გამარჯვებით დასრულდა (1:0), 90 000 მაყურებელი დაესწრო.


1981 წლის 13 მაისი. "დინამო" - "კარლცაისი" (იენა) (2:1)
თასების მფლობელთა თასის ფინალური მატჩი გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა, სადაც თბილისის "დინამოს" მეტოქე ასევე გერმანული "კარლ ცაისი" იყო.

ანგარიში გერმანელმა ჰოპემ 63-ე წუთზე გახსნა. 66-ე წუთზე ვლადიმერ გუცაევმა ანგარიში გაათანაბრა, ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი "კარლ ცაისის" კარში ლეგენდარულმა ვიტალი დარასელიამ შეაგდო და ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვების შემოქმედი გახდა.


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართულ ფეხბურთს, ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროს, პრობლემები შეექმნა, თუმცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრისთვის სასიხარულო წარმატებები მაინც მოუტანია.

გავიხსენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი, რაც ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს:

2011 წლის 26 მარტი. საქართველო-ხორვატია (1:0)
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას უმასპინძლა.

მომენტები ორივე ნაკრებს ჰქონდა, თუმცა გოლის გატანას ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა.

საქართველომ ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე გაიტანა. ჯაბა კანკავამ გრძელი პასით ბურთი ოთარ მარცვალაძეს საჯარიმოში ჩაუგდო. მან ერთი მეტოქე ჩამოიცილა, ლევან კობიაშვილს გადასცა, რომელმაც ხორვატიის კარი აიღო. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები მესამე ადგილამდე დაწინაურდა და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებდა, თუმცა საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.


2016 წლის 7 ივნისი. ესპანეთი-საქართველო (0:1)
2016 წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე ძლიერ მეტოქეს სძლია. მართალია, ეს ამხანაგურ მატჩში მოხდა, თუმცა ესპანეთი მოედანზე სრულყოფილი შემადგენლობით გამოვიდა.

ფიფას რეიტინგში ესპანეთი იმ მომენტისთვის მე-6 ადგილს იკავებდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.

მატჩის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ჯაბა ჯიღაურის პასით თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.


2018 წლის 7 სექტემბერი. ყაზახეთი-საქართველო (0:2)
ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის შემოდგომაზე მოიპოვა, როდესაც ევროპის ერთა ლიგის D დივიზიონის A ჯგუფი მოიგო და აქვს შანსი, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მოხვდეს ევროპის უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე.

საქართველოს ნაკრებმა 6-დან 5 შეხვედრა მოიგო და ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ბელორუსს 2020 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.

ჩვენ პირველ ტურში ყაზახეთთან სტუმრად მოგებული შეხვედრა გამოვარჩიეთ, სადაც საქართველოს ნაკრების ახალმა ვარსკვლავმა გიორგი ჩაკვეტაძემ პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა.

მატჩი ქართველების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.


საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში ორ მატჩს მართავს: 7 ივნისს "დინამო არენაზე" გიბრალტარს ჩვენმა ნაკრებმა 3:0 მოუგო, 10-ში კი კოპენჰაგენში "დანიას" ეწვევა.

ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში 18 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გამოიძახა, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.

ქართულ ფეხბურთში არაერთი ნიჭიერი მოთამაშეა. სწორედ ამ მიზნით "VTB ბანკი" აფინანსებს საბავშვო საფეხბურთო ტურნირებს, რათა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის აღმოჩენა მოხერხდეს, რომლებიც მომავალში ქართულ კლუბებსა და ნაკრებებს მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიღწევაში დაეხმარებიან.

ამბობენ, გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეაო და ეს სიმართლისგან შორს ნამდვილად არ დგას.

2020 წლის გაზაფხულზე საქართველოს ეროვნული გუნდი მნიშვნელოვან მატჩს ბელორუსის წინააღმდეგ თბილისში გამართავს, რაც გულშემატკივრის ფაქტორის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესი პლუსია.

საქართველოს ნაკრების ატრიბუტიკის შეძენა ოფიციალურ ფანშოპში შეგიძლიათ, რომელიც "VTB ბანკის" მხარდაჭერით შეიქმნა.

გვჯერა, რომ უდიდესი და მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინ არის.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
Yazaxettan mogeba am zemot chamotvlil zvel tamashebtan axlosac ver miva
Dima
14:27 10-06-2019
0
საქართველო - ბულგარეთი 2:1, 1995წ, ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ გუნდთან გამარჯვება ოფიციალურ თამაშში, ესპანეთთან იყო ამხანაგური
llcl
17:02 10-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული