დანიის ნაკრებისა და გერმანული "ლაიპციგის" ფორვარდმა იუსუფ პოულსენმა ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა დანიისა და საქართველოს ნაკრებების თამაშის წინ. მისი თქმით, დანიელებს საქართველოს ნაკრების არ ეშინიათ.
"მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, გუნდში ატმოსფერო მაინც შესანიშნავია. ჩვენ ვიცით, რომ თუ იმავე დონეზე ვითამაშებთ საქართველოს წინააღმდეგ, გამარჯვებას შევძლებთ. ჩვენ არ ვართ დეპრესიაში და საქართველოსთან საბრძოლველად მოედანზე გასვლის არ გვეშინია. მოუთმენლად ველოდებით კიდევ ერთი თამაშის გამართვას", - აღნიშნა პოულსენმა.
შეგახსენებთ, დანიასა და საქართველოს შორის შეხვედრა დღეს, 10 ივნისს გაიმართება. მატჩი კოპენჰაგენში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მომზადებულია tipsbladet.dk-ის მიხედვით
კრისტიან ერიკსენი: საქართველოს ნაკრები ირლანდიაზე უფრო ტექნიკურია, უკეთესი თამაში იქნება
გურამ კაშია: ფეხბურთი და გასახდელი ისეთი რამეა, სადაც კვერცხებით უნდა შეხვიდე
არ იციან თამაში და ძალაა?? ბადმინტონში გვაქვს რამე პრეტენზიები? ესე უნდა გახდეს ფეხბურთიც. მოვეშვათ ამ ილუზიებს. გავმეორდები, ჩვენთან თამაში ყველას უხარია გიბრალტარის, ფარერების, სან-მარინოს, ანდორისა და მალტის გარდა. 2 პრინციპულ თამაშს რომ მოიგებენ სხვა გუნდებთან მიჯრით, მერე ვიფიქროთ რამეზე. მანამდე ზემოთ ჩამოთვლილი გუნდების გვერდით ვდგავართ. რეიტინგიც შესაბამისი გვაქვს.