დანიის ნაკრების თავდამსხმელი: საქართველოს ნაკრების არ გვეშინია

AutoSharing Option
დანიის ნაკრებისა და გერმანული "ლაიპციგის" ფორვარდმა იუსუფ პოულსენმა ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა დანიისა და საქართველოს ნაკრებების თამაშის წინ. მისი თქმით, დანიელებს საქართველოს ნაკრების არ ეშინიათ.

"მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, გუნდში ატმოსფერო მაინც შესანიშნავია. ჩვენ ვიცით, რომ თუ იმავე დონეზე ვითამაშებთ საქართველოს წინააღმდეგ, გამარჯვებას შევძლებთ. ჩვენ არ ვართ დეპრესიაში და საქართველოსთან საბრძოლველად მოედანზე გასვლის არ გვეშინია. მოუთმენლად ველოდებით კიდევ ერთი თამაშის გამართვას", - აღნიშნა პოულსენმა.

შეგახსენებთ, დანიასა და საქართველოს შორის შეხვედრა დღეს, 10 ივნისს გაიმართება.
მატჩი კოპენჰაგენში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია tipsbladet.dk-ის მიხედვით

altკრისტიან ერიკსენი: საქართველოს ნაკრები ირლანდიაზე უფრო ტექნიკურია, უკეთესი თამაში იქნება

altგურამ კაშია: ფეხბურთი და გასახდელი ისეთი რამეა, სადაც კვერცხებით უნდა შეხვიდე

altსაბა ლობჟანიძე: დანიის წინააღმდეგ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ




Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბიჭებო აბა თქვენ იცით, კარგი ფეხბურთი ითამაშეთ, ყოჩაღად მოიქეცით! ჩვენი ნაკრები არავის შეშინებას არ აპირებს! უბრალოდ მოვუგოთ, რომ ქართველები გავახაროთ!
0
ეს ''კარენნოი'' დანიელია , სიფათზე ეტყობა
bondo
15:42 10-06-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული