არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ დანია-საქართველოს მატჩის შესახებ "ლელოსთან" ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის შეგირდები დანიასთან სტუმრად ანგარიშით 1:5 დამარცხდნენ.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენი აზრით, ვაისი უნდა დარჩეს ნაკრების მწვრთნელად?
- უნდა დარჩეს. ერთა ლიგის დარჩენილი შეხვედრებია ჩვენი მთავარი საფიქრალი. ეს ციკლი იმ თამაშებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ახლა რომ სხვა მწვრთნელი მოვიდეს, მას კიდევ კარგა ხანი დასჭირდება ვითარებაში გასარკვევად. ვაისმა დაიწყო ეს საქმე, ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო და ბოლომდეც მანვე უნდა მიიყვანოს საქმე.



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 21 /
თქვენი აზრით, ვაისი უნდა დარჩეს ნაკრების მწვრთნელად? არველაძის პასუხი-
- უნდა დარჩეს-----უნდა დარჩეს აბა ვინ იციც,ის სხვა მწვრთნელი კიდევ მოიწვევს ვსტო არველაძეს ნაკრებში? ამასთან კი თითქმის გარანტირებული გაქვთ არა? ყველა თავისი სამრეკლოდან რეკავს---ქართველთა ცნობილი ჭირი.თორემ მწვრთნელმა რომელმაც 2 ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური თურნირი მოგების გარეშე უშანსოდ დაამთავრა და გუნდს 4 წელია ხელი ვერ დაატყო რა კითხვა უნდა ,რომ გასაგდებია. მანინდამაინც ერთა ლიგაც უნდა წააგოს, რომ ვინმე მიხვდეს ამ ქვეყანაში ეს კაცი რომ არის გასაგდებია გუნდიდან.და კობიაშვილიც ზედ მისაყოლებელი. 4 წელი გავიდა რაც პრეზიდენტია,ნაკრებს ეტყობა წინსვლის,საკლუბო ფეხბურთს თუ ევროპაზე 1 ნაბიჯი მაინც გადავდგით წინ? რა შეიცვალა უკეთესობისკენ ქართულ ფეხბურთში? არაფერი. აბა რატომ ხრავს ის და მისი საძმაკაცო ფეხბურთის ფედერაცია,ქართველი მისახლეობის (ბიუჯეტის)ფულს.
mamulo
13:48 12-06-2019
8
გასაგდებია ვაისი.
ქ. გ.
13:36 12-06-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული