ივნისში საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა: ჯერ საკუთარ მოედანზე გიბრალტარს სძლია (3:0), შემდეგ კი სტუმრად დანიასთან დიდი ანგარიშით (1:5) დამარცხდა.

Sportall.ge საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ მატჩებზე სასაუბროდ საჩხერის "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს დაუკავშირდა.

- საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს 3:0 სძლია, დანიასთან კი 1:5 დამარცხდა. როგორ შეაფასებდით აღნიშნულ შეხვედრებს?

- ფაქტია, გვაკლია ის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ. მწვრთნელმა სხვა ფეხბურთელები გამოსცადა, ახალგაზრდებს მისცა შანსი. მგონია, რომ ვინც გიბრალტართან ითამაშა, მომავალი მათ ხელშია.

ის თამაში, რაც გუნდმა გიბრალტართან ჩაატარა, დანიასთან სათამაშოდ არ გამოდგება. ვლადიმირ ვაისმა გამოსცადა ახალგაზრდა ფეხბურთელები, მაგალითად, ჩაკვეტაძის ადგილას როგორ ითამაშებდა კვარაცხელია. მე ვფიქრობ, რომ ეს ექსპერიმენტი იყო.

რაც შეეხება დანიასთან შეხვედრას - ფაქტია, რომ ყველა ასპექტში გვაჯობეს. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრად სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ და ბევრად სწრაფ ფეხბურთს თამაშობდენ, ეს მთლიანად აისახა შედეგზე.

- მატჩში იყო ორი სადავო მომენტი - პენალტის ეპიზოდი და მესამე გოლისას გიორგი ლორიას წინააღმდეგ შესაძლო წესების დარღვევა, რასაც გოლი მოჰყვა. ამ ფაქტორებმა რამდენად დიდი გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე?

- რაც შეეხება მსაჯს, ამ მომენტებში და სხვა მონაკვეთებიც იყო, როცა მისი სიმპათიები დანიის მხარეს გადაიწონა. დანია ჩვენზე ძლიერი გუნდია. რომ არა მსაჯის შეცდომები, შეიძლება ასეთი ანგარიში არ ყოფილიყო, თუმცა ისინი ჩვენზე ძლიერები იყვნენ და რომ არა ეს მომენტები, სამწუხაროდ, სხვა შესაძლებლობებს გამოიყენებდნენ. მათ ნამდვილად გვაჯობეს.

- თქვენ ხვიჩა კვარაცხელია ახსენეთ, რომელმაც ჩაკვეტაძის ადგილას ითამაშა. რამდენად კმაყოფილი ხართ მისი დებიუტით?

- მე ვფიქრობ, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭისთვის დებიუტი ნორმალური იყო. მთავარია, რომ სითამამე აქვს. ვთვლი, რომ ის გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდება. მისი ძალიან დიდი იმედი მაქვს, ასევე არველაძის, კაკაბაძის.

- საქართველომ დანიის წინააღმდეგ ცენტრფორვარდის გარეშე ითამაშა. ვაკო გვილიამ, სიმაღლიდან გამომდინარე, ქართველი მცველების მოგერიებული ვერცერთი ბურთი ვერ მოიგო. როგორ ფიქრობთ, ცენტრფორვარდის გარეშე თამაში შეცდომა იყო?

- მესმის, რასაც ამბობთ. ვისაც უნდა ჰკითხოთ, გიპასუხებთ, რომ ბურთი, რომელიც წინ მიდის, შენარჩუნებული უნდა იყოს.

რთულია ამის განხილვა. რა გადაწყვეტილებაც ვაისმა მიიღო, უშუალოდ მან უნდა გვიპასუხოს ამ კითხვებზე. გარედან ლაპარაკი არ არის იოლი, რადგან არ იცი, რა ხდებოდა შიგნით, რა ჩანაფიქრი ჰქონდა მწვრთნელს, მაგრამ ერთი არის - თუ ბურთს წინ იგერიებ, წინ უნდა იყოს ვიღაც, ვინც ამ ბურთს მოიგებს და შეინარჩუნებს. ამაში გეთანხმებით.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას კვლავ დანიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისში 8 სექტემბერს გაიმართება.

გიორგი კაჭკაჭიშვილი
ერთ-ერთი ჭკვიანი მწვრთნელი
Mmm
უკეთესი ნაკრების რა მოგახსენო, მარა გაცილებით დაბალ ხელფასზე იმუშავებდა და ესეც საქმეა.დდ
ზაზა
მართალი ხარ, ტრიბუნიდან ტრიბუნაზე გადადიოდნენ მეორე ტაიმში, მართლა მაგარი იყო,ეხლა სად გინდა გაზარდო ფეხბურთელები, კორპუსებში არ გაიზრდება.
ვასო
სამწუხაროდ ყველა ერიდება სიმართლის თქმას. ბატონი ფრუიძე ათი თავით უკეთეს ნაკრებს დააყენებდა სხვათა შორის
Auee
რა უბედურებაა რა ხდება ამ ქვეყანაში ../არ წაიღეს ტვინი ამ ჭ კლასის ფეხბურთელით ...რადგანაც იმ გვარის არის !!!! მაგათმა დამარხეს ქართული ფეხბურთი ეგ სოფლელია ის არ არის ვაკელი გინდათ თუ არა ჩემმა ძმამ უნდა ითამაშოს ...ამ მწვრთნელს თუ არ მოაშორებთ არცერთი ძმა არ ჩამოვალთ და არც ჩვენი ძმაკაცები ...მარტო ქეცბაიას არბენინებდნენ ნაკრებში არაფერი გაუკეთებიათ ბლატაობის გარდა ამათ მიტირის ყველა და თან დღემდის ელაქუცებიან თითქოს ან მაგათი ვალი აქვთ ან ეშინიათ დღემდის ....ვინმემ დაწერეთ ვისაც აქვს მაგ ბავშვის ნორმალური თამაში სადმე ნანახი გინდაც კლუბებში გინდაც ნაკრებებში ....ბოლო გაიგეთ რომ არ არიან ესენი მესხების დინასტია ...შვილი რომ სდჯობდა მამას ...ეეეხ ნარკოტიკი რომ არა ...ხალხი გინდათ სტადიონზე გინდათ ტელევიზიით ბოლო 20 წუთს უყურებდა მხოლოდ როდესაც ზამენაზე გამოდიოდა ...დღეს კი არც ახსენებს არავინ .....(((
ჰაჰა
გვილიამ დაცვიდან მოგერიებული ბურთი ატარა მთელი მოედანი და საგოლე პასი გააკეთა. რომელი მაღალი ბურთი მოიგო ქვილითაიამ შვეიცარიასთან?
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ნაკრები სოფიაში დანაკლისით ჩავიდა | 17 ნოემბრის განრიგი
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს