championat.com-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე ჯანომ მოკლედ უპასუხა:
"სამედიცინო შემოწმებამ შესანიშნავად ჩაიარა."
შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" აღზრდილია. წელს მოსკოვური კლუბის შემადგენლობაში 5 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. შემდეგ კი, სამარას "კრილია სოვეტოვში" იყო განათხოვრებული და პრემიერ ლიგაში გამართულ 8 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასიც მიითვალა.
იჯარის დასრულების შემდეგ ანანიძე "სპარტაკს" დაუბრუნდა. როგორც რუსული გამოცემები წერენ, მოსკოვურ კლუბს ჯანოს გაშვება სურს, თუმცა თავად ფეხბურთელს დარჩენა უნდა. ქართველ ნახევარმცველს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს და წელიწადში გასამრჯელოს სახით 2 მილიონ ევროს იღებს.
წასვლა არ უნდა, კანეშნა ბრატცი, განა ზიკოა, ან ბურუჩაგა, მერვე კლასელი პიონერი ჯანოა ი ვსიო..
მათი ერთადერთი პრობლემა ჯანოა. მოიშორებენ და შემდეგ ნამდვილი ეტალონია საფეხბურთო კლუბის.
ვ.თ.პ!!!