ნიკოლოზ ქუთათელაძემ "სპარტაკში" მედშემოწმება გაიარა

AutoSharing Option
championat.com-ის ცნობით, 18 წლის ქართველი თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე "სპარტაკში" იმყოფება სინჯებზე.

ეს ამბავი გამოცემამ "სპარტაკის" ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის მიერ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული სურათით შეიტყო და დაადგინა, რომ ქუთათელაძემ "სპარტაკში" მედშემოწმება გაიარა.

championat.com-მა 29 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზი "სპარტაკში" ჩაირიცხებოდა.

ქუთათელაძემ ვარჯიში პრაღის "სპარტაში" დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი "ლილის" აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან პსჟ-ის სისტემაში ვარჯიშობდა, ხოლო ამ ზამთარს "ანჟიში" უნდა გადასულიყო, მაგრამ ამ გუნდს ახალი ფეხბურთელების დამატება აუკრძალეს.

თებერვალში ქუთათელაძემ კიევის "დინამოს" 21-წლამდელთა გუნდში "ტობოლის" 21-წლამდელების წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ უკრაინულ
გუნდში დამკვიდრება ვერ მოახერხა.

Sportall.Ge

altჯანო ანანიძე: სამედიცინო შემოწმებამ შესანიშნავად ჩაიარა

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია ძაან.წარმატებები და ნაკრებმა იქნებ მიაქციოს ყურადღება ამ ნიჭიერ ბიჭს ბოლოსდაბოლოს
saba
18 ივნისი 2019 12:59
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული