ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 18 ივნისს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა შედგა.

ქართული კლუბების მეტოქეების შესახებ ინფორმაცია უკვე გაგაცანით. რაც შეეხება ქართველი ლეგიონერების კლუბებს, წყვილები ასე გადანაწილდა:

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართველი ფეხბურთელის კლუბი იასპარეზებს - ლაშა დვალის "ფერენცვაროში" ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.

ლევან ყენიას "დუდელანჟის" მეტოქე კი მალტის ჩემპიონი "ვალეტა" იქნება.

რაც შეეხება ევროპა ლიგას, ამ ტურნირზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან 7 ქართველის 5 კლუბი ჩაერთვება.

ვარშავის "ლეგია", სადაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების წევრი ვაკო გვილია
ჩაირიცხა, ანდორულ "სენტ ჯულისა" და გიბრალტარულ "კოლეჯ ევროპას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის "ტობოლი" ლუქსემბურგის "იუნესს" დაუპირისპირდება.

ბექა ვაჩიბერაძის "რიგასის" მეტოქე სლოვენიური "ოლიმპია" იქნება.

ვილნიუსის "ჟალგირისთან" გაარკვევს ურთიერთობას ზაქარია ბეგლარიშვილის "ჰონვედი".

მათე ვაწაძისა და ლუკა ბაკურაძის "ლიეპაია" მინსკის "დინამოს" დაუპირისპირდება.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 9-10 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი - 16-17 ივლისს. რაც შეეხება ევროპა ლიგას, პირველი მატჩები 11 ივლისს, ხოლო საპასუხო შეხვედრები კი 18 ივლისს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული