"საბურთალო", "მერანი", "თბილისი სიტი" და "გარეჯი" საქართველოს თასის 1/4-ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
18 ივნისს საქართველოს თასის 4 მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

"საბურთალომ" გასვლაზე 2:1 მოუგო "სამტრედიას". სტუმრები პირველ ტაიმში შინდაგორიძემ დააწინაურა, მე-80 წუთზე როლოვიჩმა მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი, ხოლო კომპენსირებულ დროში გოგუამ პენალტით ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

მარტვილის "მერანმა" 3:0 დაამარცხა "გურია", "თბილისი სიტიმ" - 3:1 "ზუგდიდი", ხოლო "გარეჯისა" და "სპაერის" შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 3:3 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი მასპინძლებმა 4:2 იმარჯვეს.

19 ივნისს 1/8-ფინალის დარჩენილი 4 მატჩი ჩატარდება:

თელავი - ლოკომოტივი
რუსთავი - სიონი
გაგრა - ტორპედო
მერანი (თბ) - დინამო (თბ)

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
Mokled tasi martvilshi shamodis
gela
09:53 20-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული