სენეგალელი და უკრაინელი - თბილისის "დინამოში" 2 ახალწვეულია

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" "ფეისბუქის" მეშვეობით ორი ახალწვეულის შესახებ გამოაცხადა.

კლუბთან კონტრაქტი 27 წლის სენეგალელმა ნახევარმცველმა არფან დაფემ და 23 წლის უკრაინელმა მარცხენა მცველმა ოლექსანდრ კაპლიენკოამ გააფორმა.

ორივე ფეხბურთელმა ხელშეკრულება კლუბთან 2020 წლის ბოლომდე გააფორმა.

დაფემ ბოლო სეზონი ირანულ "ნასაჯიში" გაატარა. მანამდე სენეგალელი ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოსა" და ირანულ "პაიკანში" გამოდიოდა.

კაპლიენკოა ზაპოროჟიეს "მეტალურგის" აღზრდილია და რამდენიმე სეზონი მშობლიურ გუნდში აქვს ნათამაშები, ასევე გამოდიოდა თურქულ "ალანიასფორსა" და ოდესის "ჩერნომორეცში".


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
დაიწყო ისევ ტრანსფერების კარუსელი:)) სასაცილოები ხართ უკვე...
Qomagi
12:24 19-06-2019
0
აბა მოგვიგია ევროპა ლიგა და ესაა. ეხლა ვინმე ფიქრობს რომ ამ სენეგალელზე ან უკრაინელზე უკეთესი ადგილობრივი ფეხბურთელი არ მოიძებნა? ეს ეგრეთ წოდებული ტრანსფერები განხორციელებული დინამოს მიერ მხოლოდ ფულის გათეთრების საშუალებაა ამას კლუბის გაძლიერებასთან კავშირი არ აქვს
dinamo
13:32 19-06-2019
3

სიახლეები პოპულარული