ეროვნული ლიგა. XIX ტური: თბილისის "დინამომ" "ჩიხურას" ნიკა ნინუას ჩინებული გოლით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-19 ტურში თბილისის "დინამომ" "ჩიხურა" 1:0 დაამარცხა.

გუნდები მოედანზე მატჩის წინ ანტისაოკუპაციო მაისურებით გავიდნენ.

თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ანგარიშის გახსნის რეალური შანსი 70-ე წუთზე სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა მახარობლიძემ ვერ გამოიყენა, რომელმაც მარკოზაშვილის პასი მიიღო და ბურთი ახლო მანძილიდან ააცილა მიზანს.

მე-80 წუთზე კი გამარჯვების გოლი "დინამოს" 20 წლის შემტევმა ნინუამ ულამაზესად შესრულებული საჯარიმოთი გაიტანა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - ჩიხურა 1:0
გოლი: ნიკა ნინუა (80)
გაძევება: შოთა კაშია (87), ნიკა ნინუა (89)

დინამო (თბ)
(4-2-3-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო (დავით კობოური 28), აკაკი შულაია, გიორგი პაპავა (გიორგი კუხიანიძე 52), დმიტრო ივანისენია (ბაქარ ქარდავა 60), ლევან შენგელია (კ), ნიკა ნინუა, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

ჩიხურა (4-1-4-1): დინო ჰამზიჩი, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე (დემურ ჩიხლაძე 51), დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია (კ), ოლეგ მამასახლისი (დავით იონანიძე 84), თეიმურაზ მარკოზაშვილი, ბიძინა მახარობლიძე, მიშიკო სარდალიშვილი, ბესო დეკანოიძე (გიორგი ფანცულაია 72)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული