"რუსთავის" დირექტორი ბადრი მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული სიტუაცია თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში ხელს არ შეუშლის.
კვარაცხელია "ლოკომ" 2019 წლის თებერვალში 30 ივნისამდე იჯარით აიყვანა და რკინიგზული კლუბისა და გუნდის ხელმძღვანელების საერთო მოწონება დაიმსახურა.
"აქ ინციდენტი რა შუაშია? ტრანსფერი ფეხბურთელისა და კლუბების ინტერესების გათვალისწინებით შეთანხმდება.
სხვა ვერაფერი ამ გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს. ჯერ კი ყველაფერი უცვლელია, საიჯარო ხელშეკრულებას ვადა არ გასვლია", - ციტირებს მაჭავარიანს ТАСС-ი.
აკეთებს ამერიკაც და ჩინეთიც, უბრალოდ მათ სხვა გონივრული ხერხებინაქვთ. ჩვენ 4 მილიონი ვართ და მთელი ევროპა გადმოვიმტერეთ
რატომ არ ესმის ამ ხალხს, რომ რუსეთში ქარტველს საქმე არა აქვს.