ომარ თეთრაძე ქართული გუნდების ანტისაოკუპაციო აქციაზე: ეს ფეხბურთელებს არ ალამაზებს

AutoSharing Option
ქართული კლუბების ანტისაოკუპაციო აქციაზე კომენტარი თბილისის "დინამოსა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ომარ თეთრაძემ გააკეთა.

"ეს აქციები ტრაგედიაა. ფეხბურთელი დაქირავებული მუშახელია. მათ უთხრეს და გააკეთეს. თავად ამას არ იზამდნენ.

ეს, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს არ ალამაზებს. ისინი პოლიტიკაში არ უნდა გაერიონ. მათი საქმე ვარჯიში, თამაში, შედეგის მიღწევა და გულშემატკივართა გახარებაა.

გული მტკივა იმის გამო, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის მოხდა. მრავალი საუკუნის მანძილზე ჩვენ ერთად ვიყავით. თითქოს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური სიტუაცია ლაგდებოდა და აი, ასეთი პროვოკაცია მოხდა. ვინ მოახდინა
პროვოკაცია, ეს უკვე მეორე საკითხია, თუმცა ეს არ უნდა მომხდარიყო.

ვფიქრობ, ეს დროებითია. ორივე მხარის ხალხი ჭკვიანია. იმედია, ისევ გასაერთიანებლად საკითხს გადაჭრიან.

ფეხბურთელები არაფერში დამნაშავენი არ არიან. თუ საქართველოს ნაკრებში გამოძახებას იმსახურებენ, უნდა გამოიძახონ. ეს სიტუაცია ფეხბურთელებსა და სპორტსმენებს არ უნდა შეეხოს", - განუცხადა თეთრაძემ championat.com-ს.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 22 /
შე კვერცხო, [ოლიტიკაში კი არ ვერევით, ის ერევა ჩვენ ცხოვრებაში! შე უჯიშო! ჩვენ არ დაგვიპყრია არავინ, ჩვენ გვხოცეს, გამოგვყარეს და მიწა-წყალი და სახლკარი წაგვართვეს. პოლიტიკა-გრამაფონშია
zuka
01:03 26-06-2019
5
ვის აინტერესებს ცვეიბას ან თეთრაძის აზრი?
glot
03:17 26-06-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული