ეროვნული ლიგა. XX ტური: "დინამომ" "სიონს" სძლია და ლიდერებს მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-20 ტურში თბილისის "დინამომ" გასვლაზე "სიონი" 3:0 დაამარცხა.

ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს შენგელიამ შულაიას პასით გახსნა. მანვე 70-ე წუთზე თავურით დალაშქრა გოშაძის კარი - მიმდინარე ჩემპიონატზე მე-11 გოლი გაიტანა. შემდეგ კი სწრაფი კონტრიერიში კუტალიამ ლამაზი ქუსლური გოლით დააგვირგვინა.

სტუმრები კიდევ უფრო დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდნენ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე გოშაძე.

ამ მოგებით "დინამომ" 38 ქულა დააგროვა და ლიდერებს, ბათუმის "დინამოსა" და "საბურთალოს" 1 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება "სიონს", 22 ქულით მერვე პოზიციაზე დარჩა.

ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი
- დინამო (თბ) 0:3
გოლები: 0:1 ლევან შენგელია (43), 0:2 ლევან შენგელია (70), 3:0 ლევან კუტალია (79)

სიონი (4-2-3-1): ოთო გოშაძე, რომან ჩაჩუა, არჩილ ტვილდიანი (ალექსანდრე საგანელიძე 60), ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, ვაჟა ქიქავა, დათო კირკიტაძე, ზვიად სიხარულია (გიორგი ხვადაგიანი 88), დავით თარგამაძე, ბექა გვარაძე, ვილი ისიანი (კ)

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, დავით კობოური, ნოდარ იაშვილი, გიორგი კუხიანიძე (გიორგი ზარია 81), აკაკი შულაია (არფანგ დაფე 80), გიორგი პაპავა (ბაქარ ქარდავა 67), დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია (კ), ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული