
ქუთაისის "ტორპედომ" "ფეისბუქის" ახალი ფეხბურთელის დამატების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
გასაკვირი ის არის, რომ ქუთაისურ კლუბში ფინანსური კრიზისია და კლუბი ძირითადი შემადგენლობის 9 ფეხბურთელმა დატოვა. ამბროსი ჩაჩუამ უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ 4 თვეა ხელფასი არ აუღია.
ამ ყველაფრის მიუხედავად, "ტორპედოში" ახალწვეულია და ეს 24 წლის ნახევარმცველი ცოტნე მოსიაშვილია. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
მოსიაშვილი კლუბში "ვიტ ჯორჯიადან" გადავიდა, რომლის რიგებშიც 80 მატჩი გამართა. მანამდე კი "გაგრას" ღირსებას იცავდა.
"ტორპედოს" ახალწვეულმა გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში 27 ივნისს ჩაატარა.