ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ "გენტში" კვლავ გამოიჩინა თავი.
29 ივნისს, "გენტმა", რომელიც მომავალი სეზონისთვის სამზადისს აგრძელებს, ამხნაგურ მატჩში 6:0 დაამარცხა სამოყვარულო ლიგის "დეკელვენე" და ამ შეხვედრაში პირველი ორი გოლი ბერიძემ გაიტანა.
თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე, ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კი ოპერაციის შემდეგ ტრენაჟორებზე ვარჯიშობს.
გუშინ "მერელბეკესთან" სპარინგში ბერიძემ დუბლი შეასრულა, ხოლო ქვილითაიამ ერთი გოლი გაიტანა.
6 ივლისს ქართველების გუნდს ბერძნული "არისის" სახით უფრო სერიოზული მეტოქე ეყოლება და საინტერესოა, ამჯერად როგორ წარმოაჩენენ ჩვენებურები თავს.