გიორგი მჭედლიშვილი კარიერას "ვენტსპილსში" გააგრძელებს

AutoSharing Option
27 წლის მცველი გიორგი მჭედლიშვილი ხორვატიული "გორიცადან" ლატვიის "ვენტსპილსში" გადავიდა.

"ვენტსპილსმა" მჭედლიშვილს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"ჩემი ამოცანაა, გუნდს ყველა მატჩში მაქსიმალურად დავეხმარო გამარჯვებაში. გულშემატკივრებს ასეთი განწყობით ბრძოლას ვპირდები. სხვანაირად არ შემიძლია, რადგან ბუნებით მებრძოლი ვარ, ყოველთვის 100%-ით დავიხარჯები და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა სეზონის ბოლოს სიხარულის საფუძველი გვქონდეს.

დარწმუნებული ვარ, ლატვიის ჩემპიონატზე მდგომარეობას გამოვასწორებთ. სულ მალე ევროპა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მატჩები გველის", - განუცხადა მჭედლიშვილმა კლუბის საიტს.

18 ტურის შემდეგ "ვენტსპილსი" 24 ქულით ლატვიის 9-გუნდიან ჩემპიონატზე მე-5 ადგილზეა
და 6 ივლისს "მეტა/ლუ-ს" უმასპინძლებს.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი.
roma
18:57 02-07-2019
2
Sruli ukan svla.sad xorvatia da sad Latvia!utavmoyvare yofila!
Kika
18:46 02-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული