ხვიჩა კვარაცხელია: ყაზანურმა შემოთავაზებამ მომხიბლა, რადგან... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზანის "რუბინის" ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ, კლუბის ვებგვერდთან პირველი შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა.

"ვიცი, რომ "რუბინის" არაერთ ქართველს უთამაშია. იმედი მაქვს, ადაპტაციას მარტივად გავივლი და გუნდ რაც შეიძლება მეტ სარგებელს მოვუტან. მწვრთნელს ვესაუბრე, რომან სერგეევიჩმა მითხრა, რაზე უნდა ვიმუშავო. ერთმანეთს გავუგეთ. მოუთმენლად ველოდები შემდეგ ვარჯიშს.

პირველივე დღიდან გვერდით ჩემი მეგობარი ზურიკო დავითაშვილი მყავს. ჩვენ ერთად გავატარეთ ბავშვობა თბილისის "დინამოში", მან ბაზა დამათვალიერებინა და გუნდი გამაცნო.

ბოლო ექვსი თვე მოსკოვის "ლოკომოტივში" გავატარე, შესანიშნავი დრო იყო. იჯარის დასრულების შემდეგ, ჩემთან "რუბინი" მოვიდა. ყაზანურმა შემოთავაზებამ
მომხიბლა, რადგან ჩემს ასაკში პროგრესი და თამაში მჭირდება. აუცილებელია მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად აქაც უნდა ვიბრძოლო. ჩემი მთავარი მიზანი პროგრესია, მინდა გავიზარდო როგორც მოთამაშე და რა თქმა უნდა, დავეხმარო კლუბს", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

აღსანიშნავია, რომ "რუბინში" ერთბაშად სამი ქართველი ახალწვეული იქნება, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის მსგავსად, ყაზანურ კლუბში ბექა მიქელთაძეც იასპარეზებს.

altხვიჩა კვარაცხელია რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამას ჯობდა წასულიყო სადმე ბელგია, ჰოლანდია, დანიაში. აი ნახავთ 5 წელიწადშილობჟანიძე, ჩაკვეტაძე, ზარანდია სად იქნებიან და ეს და დავითაშვილი სად. 100 ჯერ დიდი ტალანტი იყო მალხაზ ასათიანი მაგრამ შემოქმედებითი კაცი მოსპეს და ჩააჯინეს დაცვაში
მამუკა
07 ივლისი 2019 16:39
0
ყაზანს ჩვენგან არაფერი დაეწუნება, თან ქართველებს პატივს სცემენ. გინდა, არ გინდა, ამ გუნდს ჯერ კიდევ აშვეთია, სალუქვაძე, დავით კვირკველიას დროიდან ვბალეშიკობ (საბა კვირკველია მაშინ ბავშვი იყო). ვპირიოდ რუბინ! :))
ლაშა
05 ივლისი 2019 18:11
2
განათლება ფეხბურთელსაც ესაჭიროება. კაცი რო ლოკომოტივს რუნიზე გაცვლი და მოსკოვს ყაზანზე, თუ რუსეთში თამაშობ - ჩემპიონის რიგებში და დედაქალაქში არ ჯობია? თან საიდანაც ტრამპლინი ეცროპაში 100 ჯერ უფრო სავარაუდოა? მაპატიეთ, მატა ამას ძალიან დიდი სისულელე და კიდევ უმადურობა ჰქვია. იმიტომაც ვაგებთ სულ, ასეთი ფეხბურთელწბი რომ გვყავს, უპრინციპო და თვითონ რომ არ ესმით რაა მთავარი მათ პროფესიაში
Gadasarevi giorgi
05 ივლისი 2019 16:15
1
რუსეთის და მაგათი ჩემპიონატი ზემოდან კიდევ რააა...უბრალოდ აქ კომენტარების გამო : ფულს რომ დახამებოდა მაშინ დარჩებოდა ლოკომოტივში აბა რუბინი გაკოტრების პირას არის და ვისი გაშვება გაყიდვა შეიძლებოდა უკვე აღარავინ დარჩა გარდა ეგეთივე ადგილობრივი ბავშვებისა ...წელს თუ არ გავარდა სასწაული იქნება ...რაც შეეხება პროგრესს ეგ ყველგან არის შესაძლებელი კობიაშვილმა და დემეტრაძემ რუსეთის ჩემპიონატი გაიარეს ოლიჩმა ბაიერნამდე ვიდიჩმა მანჩესტერამდის ასევე ივანოვიჩმა ჩელსიმდის ზუსტად რომ რუსეთის ჩემპიონატიდან მიაღწიეს ...ამ ბოლო დროს პრომესმა სევილიამდის და ჰოლანდიის ნაკრებს მანამდის ცნობითაც კი არ იცნობდა ვინმე ...ასე რომ ვისაც ძაან უნდა რამეს მიღწევა ეს ყველგან არის შესაძლებელი .....!!!
Auee
05 ივლისი 2019 14:22
5
ფულზე დახარბდი სამწუხაროდ
Alika
05 ივლისი 2019 13:38
5
წარმატებებს ვუსურვებ სამივეს,მაგრამ ხვიჩა თუ მაინც რუსეთში დარჩებოდა,ყველა ვარიანტში ლოკომოფივი ერჩია.ძირითადში ათამაშებდნენ უკვე და სიომინს ფეხბურთელის გაზრდაში,არა მგონია სხვამ აჯობოს რუსეთის მასშტაბით
სოსო
05 ივლისი 2019 12:03
0
ერთი ქართველი ახალგაზრდა დამისახელე, ვინც რუსეთში პროგრესი განიცადა. ჩემი აზრით, რუსეთი ქართველი ახალგაზრდებისთვის არის ჭაობი, თუ შეტოპე, ვერ ამოხვალ.
გიორგი
05 ივლისი 2019 12:01
3
მოიცა ერთი რა დაიწყო რუსოფობია!! კვირკველია არ განვითარდა ? ?? რომელი ქართველი ღირს ეხლა 10 მილიონი ?? მარტო ჭანკვეტაძე..
ზურა
06 ივლისი 2019 01:38
0
წარმატებები ბიჭებო! შრომა არ დაიზაროთ, თორემ როგორც მოვა ისევ უკან წავა ყველაფერი
შაკო
05 ივლისი 2019 11:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული