გიორგი ბერიძემ "გენტში" მეექვსე გოლი გაიტანა!

AutoSharing Option
6 ივლისს, საბერძნეთის "არისთან" მოგებულ მატჩშიც (3:0) გამოიჩინა თავი ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ.

თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია და ბერიძე მწვრთნელმა იეს ტორუპმა კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ამ უკანასკნელმა 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ ბერიძე ჩინებულად ირჯება და 4 შეხვედრაში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ორივე ქართველი ლეგიონერი ტორუპმა 75-ე წუთზე შეცვალა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ტრენაჟორებზე ვარჯიშობს.

27 ივლისს ჩემპიონატის პირველ ტურში "გენტი" სტუმრად "შარლერუას" დაუპირისპირდება, იქამდე კი საკონტროლო მატჩებს "ცვოლესთან", "სენტ ტრუიდენთან" და "ალკმაართან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ბერიძეს! მაგარი დაწყებაა თუნდაც ამხანაგურ მოსამზადებელ ეტაპზე. ვახ ეხლა ჩაკვეტაძეს ნაირი რომ გაგვეჩითოს ეს ბიჭიც რაღა გვინდა? წარმატებები
Geo_Dinamo
20:19 06-07-2019
1
არ დაიმტვრევა, არაა მიდრეკილი სხვებისგან განსხვავებით, 2 წელია ვიძახი მარა ვაისას რას გააგებინებ. ეგეთი უტრამვო და სტაბილური ხალხიდან უნდა შექმნა ნაკრები, მარა რად გინდა, თან მებრძოლია
ვასო
00:34 07-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული