"საბურთალო" "შერიფთან" მატჩის წინ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "საბურთალო", რომელიც 10 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას, ტირასპოლის "შერიფის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს, განცხადებას ავრცელებს.

"ძვირფასო გულშემატკივრებო, მოგახსენებთ, რომ 10 ივლისს საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს "შერიფის" წინააღმდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ დიდია მატჩისადმი ინტერესი, ჩავთვალეთ საჭიროდ გაგვეკეთებინა განმარტება.

ზოგადად, კლუბებისთვის საერთაშორისო მატჩების ტრანსილირება არის შემოსავლების ერთ-ერთი წყარო, თუმცა გავითვალისწინეთ გულშემატკივრების ინტერესი და პირდაპირი რეპორტაჟის ექსკლუზიური უფლება "საზოგადოებრივ მაუწყებელს" უსასყიდლოდ გადავეცით, რათა ეწარმოებინა მოლაპარაკება მოლდოვურ მხარესთან და
ეჩვენებინა გასვლითი მატჩიც პირდაპირ ეთერში.

საბოლოო პასუხი ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. იმედს ვიტოვებთ, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შეძლებს მოლდოველ კოლეგებთან მოლაპარაკებასა და მაყურებელს მიეცემა მატჩის პირდაპირ ეთერში ყურების საშუალება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

altევროტურნირების წინ "საბურთალომ" ლაზარე კუპატაძე დაიბრუნა

alt"შერიფის" მწვრთნელი "საბურთალოზე": მათი ორი შეხვედრა ვნახეთ და...

alt"შერიფი" ძლიერდება - "საბურთალოს" მეტოქემ 5 ფეხბურთელი დაიმატა

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული