დავით ხოჭოლავას ლუიშ კაშტრუც ნდობას უცხადებს

AutoSharing Option
"შახტარს", რომლის ღირსებასაც მცველი დავით ხოჭოლავა იცავს, მწვრთნელი გამოეცვალა, პაულო ფონსეკამ "რომა" ჩაიბარა, მის ნაცვლად კი მისივე თანამემამულე ლუიშ კაშტრუ დაინიშნა, რომელიც იქამდე გიმარაეშის "ვიტორიას" ედგა სათავეში.

კაშტრუ ხოჭოლავას ენდობა და ყველა ამხანგურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში აყენებს. ასე იყო 8 ივლისსაც, როდესაც დონბასურმა გუნდმა 2:0 სძლია ავსტრიის "ვოლფსბერგერს" - ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად იასპარეზა.

მიუხედავად გამარჯვებისა, კაშტრუ შეგირდების გარჯით უკმაყოფილო დარჩა. მან თქვა, რომ უკეთ მართებთ ასპარეზობა, მომენტების რეალიზაცია და საკუთარი საჯარიმოდან კომბინაციების დაწყება უჭირთ.

28 ივლისს "შახტარი" სუპერთასზე პრინციპულ მეტოქეს,
კიევის "დინამოს" დაუპირისპირდება და პორტუგალიელი სპეციალისტი პრობლემების აღმოფხვრაში დარწმუნებულია.

altუცნაური შემთხვევა - დავით ხოჭოლავა ერთ შეხვედრაში ორჯერ შეცვალეს

altდავით ხოჭოლავას გუნდის მწვრთნელად ისევ პორტუგალიელი დანიშნეს

altოფიციალურად: ხოჭოლავას მწვრთნელი "რომას" თავკაცად დაინიშნა

altდავით ხოჭოლავა: ლეკურს ვერ ვიცეკვებ, ვერც ვიმღერებ - "დინამოსთან" გასაძევებელი არ ვიყავი

altდავით ხოჭოლავა: უკრაინასთან მსგავს სიტუაციაში ვართ - ერთი და იგივე ადამიანებისგან ტერიტორიები დავკარგეთ

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული