"ანორთოსისმა" 30 წლის ნახევარმცველ ბუბა დაუშვილს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
დაუშვილმა კლუბის საიტს შემდეგი განუცხადა:"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ღირსებას დავიცავ, გულშემტკივრებისგან, ფეხბურთელებისგან და მწვრთნელებისგან ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი, ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა, ჩემპიონობა იქნება და ვეცდებით ქომაგების იმედები გავამართლოთ".
"ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, გუნდში კი დაუშვილის გარდა გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იასპარეზებენ.
დაუშვილი ადრე "ზესტაფონში", "კარპატიში", "დიოშდიორში", "სამტრედიასა" და "ჰალადასში" თამაშობდა.