ვასილი კიკნაძე: კვარაცხელია სუპერვარსკვლავი უნდა გამხდარიყო - აგენტებმა ფულის გამო წაიყვანეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ "რუბინში" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ხვიჩას ინტერესები აგენტებმა შეიწირეს. ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებული ვიყავით.

ვიცი, სიომინი მას ისე აღიქვამდა, როგორც მომავალ ვარსკვლავს, ჯერ კიდევ გერკუსისას (კლუბის ყოფილი პრეზიდენტი - რედ.) საუბრობდა ამაზე.

თუმცა, არ არის ხვიჩას დადანაშაულება საჭირო. მის ისტორიაში დამნაშავენი აგენტები არიან, რომლებმაც უცბად ფულის შოვნა გადაწყვიტეს. ალბათ, საჭირო იყო შეთანხმების უფრო მკაცრად შესრულება მომეთხოვა, ვნანობ, რომ ასე არ მოვიქეცი.

თუ საგნებს თავის სახელებს დავარქმევთ, ის აგენტებმა წაიყვანეს. არ მესმის, როგორ...
ჩემპიონთა ლიგა, კეთილგანწყობილი მწვრთნელი, შესანიშნავი ურთიერთობა გუნდში, კვირკველიას მეურვეობა.

ადექი და გახდი სუპერვარსკვლავი. ძალიან სამწუხაროა, რომ წავიდა", - ციტირებენ კიკნაძეს sports.ru და championat.com-ი.

altრამდენს მიიღებს "რუსთავი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ?

altოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

altნახევარი მლნ კვარაცხელიას, 3 მლნ აგენტს - რუსული მედია ფინანსურ დეტალებზე წერს

altხვიჩა კვარაცხელია რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

alt"ლოკომოტივის" ექს-პრეზიდენტი: ესმოდა კი, ხვიჩას, რას აკეთებდა?

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
იგივე თქვა ამ კაცმა რასაც მე ვქიფრობ და აქაც არა ერთხელ უთქვავთ, რომ რბილად რომ ვთქვა ძალაინ გასაკვირვი არჩევანი გააკეთა ამ უდავოდ საფეხბურთო ნიჭის მქონე ბიჭმა. კარგი, თვითონ ჯერ პატარა ბიჭია და არა სპორტსმენი, ფეხბურთელი და ამიტომ არ ივის რა არის კარგი მისთვის როგორც ფეხბურთელისთვის და რა არის ცუდი, მაგრამ მამამისი ხომ ყოფილი ფეხბურთელია. რას აკეთებდა იმ დროს როცა აგენეტები თავის ჭკუაზე ატრიალებდნენ ამ ბიჭს? საწყენია.
გიორგი
10 ივლისი 2019 14:58
0
ხვიჩას მამაც საფეხბურთო სპეციალისტია.დარწმუნებული ვიყავი,რომ კარგად იცოდა რასაც აკეთებდა.არ ვიცი,ან ხვიჩასი არ სჯერათ,ან სიხარბემ სძლიათ.თვითონ რუსთავთან წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე კონტრაქტის გაწყვეტაც,ძალიან საეჭვოდ მოჩანს.ვიღაცეები აშკარად კაპიკებს გამოეკიდნენ,საკუთარ ჯიბეში.
სოსო
10 ივლისი 2019 14:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული