"ენგორდანის" მწვრთნელი "დინამოზე": თვითმკველობა იქნება, თუ ჩემს მოთამაშეებს ამას მოვთხოვ...

AutoSharing Option
ფოტო: Fcdinamo.ge

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსთან" მატჩამდე 1 დღით ადრე ანდორული "ენგორდანის" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპე ბუსტომ პრესკონფერენცია გამართა.

მან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან გვიხარია, რომ ასეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს. სამწუხაროდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე დაშავებულია და ხვალ ვერ დაგვეხმარება.

მეტოქე შევისწავლეთ, ვიცით, რომ ძლიერი გუნდია. ყველაზე მეტად სწრაფ კონტრშეტევებს ვუფრთხით, შევეცდებით ამისგან მაქსიმალურად დავიცვათ თავი. გვსურს, ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდეს.

თვითმკველობა იქნება, თუ ჩემს მოთამაშეებს ვთხოვ, 90 წუთი
დაცვაში იდგნენ. გვინდა ლაღად ვითამაშოთ, ვაკონტროლოთ ბურთი და "დინამოს" კარს მივუახლოვდეთ.

ყოველთვის ვცდილობთ, როდესაც სტუმრად ჩავდივართ, გავიდეთ ქალაქში, დავათვალიეროთ. თბილისში რამდენიმე ადგილი ძალიან მომეწონა.

საქართველოსა და ანდორას რაღაც კავშირები აქვს. ანდორაში ზოგიერთი ქართველი სპორტსმენი თამაშობდა", - განაცხადა ანდორელთა დამრიგებელმა.

"ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ასეთი პრესტიჟის მქონე გუნდთან ვითამაშოთ. ვიცით, რომ არც ისე დიდი შანსები გვაქვს, მაგრამ ჩვენი მიზანია, რამენაირად გადავურჩეთ პირველ თამაშს.

როგორც ყველა სხვა გუნდი, ვეცდებით, განმეორებით შემთხვევაში ვისარგებლოთ საშინაო არენის უპირატესობით. ჩვენი სტადიონი თქვენსავით დიდი არ არის, მაგრამ გულშემატკივრები გვყავს.

ვეცდებით, ისე ვითამაშოთ, რომ განმეორებით შეხვედრაში, თამაშს აზრი ჰქონდეს", - ეს უკვე "ენგორდანის" მოთამაშის კომენტარია.

altთბილისის "დინამოს" მწვრთნელი: ჩვენთან "ენგორდანთან" თამაში პრესტიჟულია


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე იმის მაგივრად უფრო მეტი ხალხი რომ მოსულიყო სტადიონზე, ბილეთის ფასი მიზერული 2 - 3 ლარი ყოფილიყო თუ საერთოდ უფასო არა ანდორის გუნდთან ჩვენთვის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ამის მაგივრად 5 - 10 ლარი რა ამბავია? თუ ესეც დოლარზეა მიბმული :)
0

სიახლეები პოპულარული