"ჩიხურამაც" გაგვახარა - "ფოლას" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩში "ჩიხურამ" სტუმრად "ფოლას" 2:1 მოუგო.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მაისაშვილი საკუთარ საჯარიმოში ორთაბრძოლაში შევიდა, მატჩის აზერბაიჯანელმა მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და პენალტი სინანმა გაიტანა.

მეორე ტაიმში "ჩიხურამ" უფრო მწვავედ შეუტია. თუ პირველ ტაიმში მხოლოდ 2 მომენტი ჰქონდა, მეორე ტაიმში რამდენიმეჯერ შეეძლო გოლის გატანა. 59-ე წუთზე კი სარდალიშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა, როდესაც მაისაშვილის თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და დამატებაზე ყველას დაასწრო.

გოლიდან 1 წუთში ჩიკვაიძეს შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული მცირე მანძილით ასცდა
მეტოქის კარს. ამის შემდეგ შესანიშნავად ითამაშა დინო ჰამზიჩმა და ორი ურთულესი ბურთი მოიგერია.

86-ე წუთზე კი დეკანოიძე საჯარიმოში წაააციეს, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და კორიფაძემ ჩიხურას" გამარჯვება მოუტანა.

ეში. "ემილ მაირიში"
ფოლა - ჩიხურა 1:2
გოლები: 1:0 სინანი (23, პენ), 1:1 სარდალიშვილი (59), კორიფაძე (86, პენ)

ფოლა: კაბრალი, ბერნარდი, კორალი (ჰაჯი 86), მუჰარემოვიჩი, კარონი (დრიფი 77), ფრერე, საკრასი, დეივიდ სინანი (ქუასეირო 89), მერში, კლეინი, სეიდი

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მამასახლისი, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, ლექვთაძე (ფანცულაია 77), კორიფაძე, დეკანოიძე (კაშია 90), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, არდაზიშვილი (კაშია 65)


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
მიუხედავად ყველაფრისა,ჩიხურა ყოველთვის გუნდია.ყოჩაღ ბიჭებო.ყოჩაღ სოსო.გილოცავთ.
სოსო
00:44 12-07-2019
0
ფრუიძე არის ზაან მაგარი სპეციალისტი,უფრო ძლიერი გუნდი უნდა ყავდეს ცოტა მეტი ფული ჭირდება ჩიხურას,გილოოოოცავთ მაგრწბი ხართ და წარმატებებიიი
Aba heee
00:00 12-07-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული