დავით მაისაშვილი: ჩვენს კარში მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მცველი დავით მაისაშვილი ევროპა ლიგაზე "ფოლასთან" სტუმრად გამართული მატჩის (2:1) შესახებ Sportall.ge-ს ესაუბრა.

"როგორც მოსალოდნელი იყო, რთული თამაში გამოდგა. თავიდან ისე ვერ დავიწყეთ, როგორც გვინდოდა, გოლიც მივიღეთ საკუთარ კარში. მიმაჩნია, რომ 100%-იანი პენალტი არ ყოფილა და მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.

თუმცა, ამის შემდეგ ნელ-ნელა გამოვასწორეთ თამაში, მეორე ტაიმში აშკარად ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჯერ დამთავრებული არაფერია და მეორე შეხვედრაში გადაწყდება ყველაფერი.

განმეორებით მატჩში "ფოლას" დასაკარგი არაფერი ექნება, შემოგვიტევენ, ამით უნდა ვისარგებლოთ და მეორე თამაშიც ჩვენთვის სასურველი შედეგით
დავასრულოთ.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. შესაძლოა, სტადიონზე ბევრი მათგანი არ იყო, მაგრამ მათ გვერდში დგომას მაინც ვგრძნობდით. სტადიონზე მყოფებმა კი, საოცრად დაგვიჭირეს მხარი, მთელი ენერგიით და ეს ძალიან სასიამოვნო იყო".

საჩხერის "ჩიხურამ" "ფოლა" სტუმრად კორიფაძისა და სარდალიშვილის გოლებით დაამარცხა და ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე გასვლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

ხვიჩა ყაზაიშვილი ლუქსემბურგიდან

მკითხველის კომენტარები / 2 /
Kარგად ითამაშეთ ბიწებო მაისაშვილს კი ვეტყვი თქმამდე იფიქროს იმავე მსაჯმა მატაც დაუდო პენალტი ,გამარჯვების და მომავალში ამგვარი გამოთქმებს,ტუ საქმე ქლა გამოუსწორებელი არაა,არათქმა სჯობს და ერთი გამოსადეგი მომავალში მეზობელი, მთელ ჩვენდამი ნეიტრალურ"ფოლას",რატომ არ უნდა გვერჩივნოს?
Imereli .europe
14:05 12-07-2019
2
მართლაც დიდი მადლობა დროებით ჩვენს ემიგრანტებს, რომ სადაც კი ასპარეზობენ ქართველები ან ქართული გუნდი ყველგან მიდიან საგულშემატკივროდ, არ ინანებენ არც დროს და არც ფინანსებს.
გიზოგ
15:09 12-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული