18 წლის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის "ლოკომოტივიდან" ყაზანის "რუბინში" გადასვლის შესახებ ისაუბრა.
"ლოკომოტივთან" სრულფასოვან ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები იმ მომენტიდან დაიწყო, რაც ამ გუნდში გადავედი. ე.ი. ზამთრიდან. გასაგებია, იჯარა ეს უფრო დროებითი თანამშრომლობა იყო. მათ ჩემთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება სურდათ, ამიტომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა ხმები დადიოდა.
ჩემპიონატის განახლების შემდეგ "ლოკომოტივმა" 1+3 სისტემის კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ეს წინადადება მე არ მაწყობდა. ღმერთმა არ ქნას და ტრავმა რომ მიმეღო, კლუბს უფლება ჰქონდა თანამშრომლობა არ გაეგრძელებინა. ასე გამოვიდოდა, რომ ტრავმით და უკლუბოდ დავრჩებოდი.
"რუბინმა" უცბად ხუთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, ანუ, რაც არ უნდა მოხდეს, აქ გათვალისწინებული ვადის ბოლომდე ვითამაშებ და ნებისმიერი გაურკვევლობა უბრალოდ გამორიცხულია", - ციტირებს კვარაცხელიას Sport24-ი.
ვასილი კიკნაძე: კვარაცხელია სუპერვარსკვლავი უნდა გამხდარიყო - აგენტებმა ფულის გამო წაიყვანეს
kazanfirst: ხვიჩა კვარაცხელია "რუბინისთვის" სინათლის სხივია
ხვიჩა კვარაცხელია: ყაზანურმა შემოთავაზებამ მომხიბლა, რადგან... [VIDEO]
ნახევარი მლნ კვარაცხელიას, 3 მლნ აგენტს - რუსული მედია ფინანსურ დეტალებზე წერს
საქართველოში ვინც მენტალურად ევროპელია, ისინი უკვე დიდი ხანია წავიდნენ ქვეყნიდან.
ადმინ არ დაბლოკო ძლივს ავაწყვე.