"სან ხოსეს" თავდამსხმელმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში კვლავ გამოიჩინა თავი.
13 ივლისს, "სან ხოსემ" ისევ სძლია ლოს ანჟელესის "გალაქსის", ამჯერად სტუმრად 3:1 დაამარცხა.
ისევე როგორც გურამ კაშიამ, ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და აღსანიშნავია, რომ მესამე გოლიც მისი დამსახურება იყო. ყაზაიშვილი რამდენიმე მეტოქეს გაცდა და კარში დაარტყა, ხოლო მეკარეს მიერ მოგერიულ ბურთი დამატებაზე იუელმა გაიტანა.
მან მიმდინარე პირველობაზე მე-5 გოლი გაიტანა.
20 ტურის შემდეგ "სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციაში 31 ქულით მეოთხე ადგილზეა და 21 ივლისს გასვლაზე "ვანკუვერს" შეხვდება, იქამდე კი 17 ივლისს ამხანაგურ მატჩში "ვალიადოლიდს"უმასპინძლებს.
რაც შეეხება "გალაქსის" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც გამუდმებით ტრაბახობს, მოედანზე 90 წუთი დაჰყო და თავის გუნდს ვერაფრით ვერ შეეწია.
კარსონი. "სპორტპარკი". 22 508 მაყურებელი
გალაქსი-სან ხოსე 1:3
გოლები: 1:0 ფელიშერი (2), 1:1 ყაზაიშვილი (62), 1:2 ჰოსენი (64, ყაზაიშვილის პასით), 1:3 იუელი (85)