რუსებს ქართველების ჟესტებზე ელეთმელეთი მოსდით - რას უნდა ნიშნავდეს გია გრიგალავას აღნიშვნა?

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში ტულის "არსენალის" მცველმა გია გრიგალავამ შორიდან თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა და მოსკოვის "დინამოსთან" მატჩში (1:1) თავის გუნდს ქულა მოუპოვა. გოლი გრიგალავამ ზარ-ზეიმით აღნიშნა და "სპორტ-ექსპრესი" ჩაფიქრა, ემანდ, ქართველმა რამე ხომ არ იგულისხმაო.

გამოცემამ ზემოაღნიშნული შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა და გიას სურათს იჭვნეული წარწერაც დაურთო:

"გია გრიგალავა და მისი ჟესტი მოედნის ცენტრში. რას უნდა ნიშნავდეს?".

დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის გამო, რუსებს ქართველი სპორტსმენების ჟესტებზე რბილად რომ ვთქვათ, ცოტა არ იყოს და არაადეკვატური რეაქცია აქვთ - როგორც კორიდაზე ხარს სისხლისფერ
მულეტზე.

შეგახსენებთ, მოსკოვის "სლავას" ჩვენებური მორაგბეები, რეზი ბროძელი და საბა ილურიძე გუნდიდან კინაღამ იმის გამო მოკვეთეს, რომ ლელოს დადების შემდეგ ცალ თვალზე ხელი აიფარეს, სოლიდარობის ეს უწყინარი ჟესტი მთელმა რუსულმა სპორტულმა და არასპორტულმა მედიამ განიხილა და ქართველი ლეგიონერები ლამის ანათემას გადასცეს.

altრუსებმა ქართველი მორაგბეები თვალზე ხელის აფარების გამო კლუბიდან გაუშვეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 16 /
რომა, სატირლად ემანდ ჩვენ არ გაგვიხდეს საქმე, ისეთი პირი უჩანს სიტუაციას, ცოტა თავის შეკავება არ გვაწყენდა, ბაცილასავით, რომ არის უკვე მოდებული დედის გინება და უხამსი ჟესტები. ისე ცნობისათვის: ასეთი გინებები რაც გვესმის ყველა მხრიდან მტრის მისამართით არის მშიშრების საქმე, აგერ ყურის ძირში დგანან მტრები და თუ ბიჭები ხართ პირდაპირ იმათ უთხარით. სტუდიიდან ძალიან ადვილია გინება. სანამ ნახევრად გაღვიძებულ დათვს სულ მთლიანად არ გავაღვიძებთ როგორც გაგიჟებულ მხეცს არ მოისვენებთ. მერე უკვე ძალიან გვიან იქნება თითზე კბენანი.
goga
18:49 13-07-2019
38
რუსების საქციელი სასაცილოა სატირლად რომ არ ქონდეთ საქმეეეე, ხა ხა ხა.
roma
18:29 13-07-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული