რუსებს ქართველების ჟესტებზე ელეთმელეთი მოსდით - რას უნდა ნიშნავდეს გია გრიგალავას აღნიშვნა?

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში ტულის "არსენალის" მცველმა გია გრიგალავამ შორიდან თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა და მოსკოვის "დინამოსთან" მატჩში (1:1) თავის გუნდს ქულა მოუპოვა. გოლი გრიგალავამ ზარ-ზეიმით აღნიშნა და "სპორტ-ექსპრესი" ჩაფიქრა, ემანდ, ქართველმა რამე ხომ არ იგულისხმაო.

გამოცემამ ზემოაღნიშნული შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა და გიას სურათს იჭვნეული წარწერაც დაურთო:

"გია გრიგალავა და მისი ჟესტი მოედნის ცენტრში. რას უნდა ნიშნავდეს?".

დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის გამო, რუსებს ქართველი სპორტსმენების ჟესტებზე რბილად რომ ვთქვათ, ცოტა არ იყოს და არაადეკვატური რეაქცია აქვთ - როგორც კორიდაზე ხარს სისხლისფერ
მულეტზე.

შეგახსენებთ, მოსკოვის "სლავას" ჩვენებური მორაგბეები, რეზი ბროძელი და საბა ილურიძე გუნდიდან კინაღამ იმის გამო მოკვეთეს, რომ ლელოს დადების შემდეგ ცალ თვალზე ხელი აიფარეს, სოლიდარობის ეს უწყინარი ჟესტი მთელმა რუსულმა სპორტულმა და არასპორტულმა მედიამ განიხილა და ქართველი ლეგიონერები ლამის ანათემას გადასცეს.

altრუსებმა ქართველი მორაგბეები თვალზე ხელის აფარების გამო კლუბიდან გაუშვეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 16 /
თქვე უდღეურებო,მეტი რაღა უნდა გიქნათ "დედა" რუსეთმა,რომ შეიგნოთ მაგ უტვინო თავებში,რომ რუსეთი მტერია მტერი და ასეთი იყო ყოველთვის!!!მაგ ჩამპალი ყოფილი იმპერიის დასასრულის დასაწყისი უკვე დაწყებულია,ასე რომ ტყუილად ოცნებობთ თანამედროვე ორჯონიკიძეებო,რომ დამპყრობელს შემოუძღვებით საქართველოში!!!
აქ მეკომენტარე რუსოფილებს
24 სექტემბერი 2019 14:44
0
გინება გამწარებული კაცის საქმეა, აი ცხოვრებაში რო არიან ჩავარდნილები და ერთი ადგილის თამაშში
რომ არიან არაფერს რომ არ აკეთEბენ იმათ რა აბლატავებთ რას იგინებიან , აგერ კაცმა მაგარი გოლი გათხარა და გამოიღეთო რა ემოცია ვერ შეიკავა, დანარჩენებს იმათ რა აბლატავებთ “პროსტა“ რომ იგინებიან? ამას ვერ ვიტან, თან ომი რომ დაიწყოს მაგან უნდა გადაიაროს ხალხის ზურგზე და მაგათ იმის ტ##### უნდა ქონდეთ რომ იქაც იომონ, თუარადა უნდა გაათრიო ფრონტზე
Jigar
14 ივლისი 2019 06:24
8
არ გადააქცია პუტკინმა რუსეთი ერთი დიდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ ?! პროპაგანდა ვალდებულია ხელოვნულად შექმნას ,,ვითარების გამძაფრება,, ...ასე ჭირდებათ გიჟებს და ...
გლახუნა
13 ივლისი 2019 23:15
3
გლახუნას, ამ ნაცებმა როგორ გადააქციეს უკვე დიდი ხანია ერთ დიდ ფსიქიატრულ საავადმყოფოდ ჩვენი ლამაზი და გადაღლილი საქართველო? არ არის ვაჟკაცობა ასე გაჭრით გინება, ქართველისთვის ვინმეს დედა, რომ შეეგინებინა მოკლავდა, ეხლა ჩვენ ვაგინებთ საკუთარ დედებს "ჩემი დედა ასე და ისე" ეგ კი არა მაგარ მკრეხელობად მიმაჩნია, მტრის დედის გინებაც. გინებით საქმე, რომ კეთდებოდეს ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფავდა. ევროპისკენო, რომ იძახით ასეთი გზით თუ გინდათ სიარული ღმერთმა გაგიმარჯოთ. მე პირადად და ძალიან ბევრს ამ გზით ნამდვილად არ მინდა სიარული. კავკასიის ნაწილი ვართ ნუ გვავიწყდება, სადაც ფასდება ურთიერთ პატივისცემა და ზრდილობა.
ქართველი1
14 ივლისი 2019 10:08
5
ტოტო ღმერთმა გისმინოს, მაგრამ ამ ლანძღვა გინებით არაფერიც გამოგვივა, თუ პირიქით არ გაუარესდა. რაც შეეხება პერსპექტივას, ამ მეთოდით რაც ხდება დღეს საქართველოში უაზრო აქციებს, უფრო სწორად ანტი რუსულ ისტერიას ამ ყველაფრის შემხედვარეს რა პერსპექტივაზეა ლაპარაკი, თორე შვარცხვინე ის ქართველი ვისაც არ გაეხარდოს საქართველოს გამთლიანება.
goga
13 ივლისი 2019 23:05
11
ჯანო, ჩაკვეტაძე, ახლა გრიგალავამ, რომელიც თამაშობს რუსულ გუნდში, მეორე რუსულ გუნდის კარში "ჩააჭედა"გოლი და...აღარც ხვნა გვინდა და აღარც თესვა...როდის გადავეჩვევით ტრაბახს და რუსების დაცინვას...ჩამოიყვანეთ ყველა ის ფეხბურთელი, ვინც რუსეთში თამაშობს და..."აშენდება"სოფელი...
goreli2
13 ივლისი 2019 22:20
9
ჭანკვეს რაუნდა რუსეთში ? ))
dato00
13 ივლისი 2019 23:40
3
ქართველებს ყოველთვის ემოცია გვისწრებს. ყველაფერში როგორ უნდა გვაჯობონ სომხებმა თავიანთი ეშმაკობით. იციან თუ როგორ უნდა მოექცე შენზე ათჯერ ძლიერ ქვეყანას და არიან კარგადაც. არც კარგავენ ტერიტორიებს. ჩვენ სკანდირებით და შეურაცყოფით დავიბრუნებთ ტერიტორიებს? რაღაც არა მგონია. და ვიყოთ ასე არავის იმედად. დავიჯერო მარტო გინება გვიშველის?
ვასო
13 ივლისი 2019 20:12
27
სომხებმა ნახევარი სომხეთი დაკარგეს,თავის დროზე რუსებს,რომ დაუჯერეს და თურქებს აუჯანყდნენ.
ჩვენ ძალიანაც ჭკვიანურად ვიქცევით,რადგანაც პერსპექტივაში საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და გაბრწყინდება .ეჭვი არავის შეეპაროს.
ტოტო
13 ივლისი 2019 21:23
6
ჩვენ ვიდარდოთ თორემ თვითონ გაქრებიან შარშანდელი თოვლივით. შეძვრებიან სოროებში.
კობა
13 ივლისი 2019 19:54
8
ჩვენ ვიდარდოთ თორემ თვითონ გაქრებიან შარშანდელი თოვლივით.
კობა
13 ივლისი 2019 19:52
7
რომა, სატირლად ემანდ ჩვენ არ გაგვიხდეს საქმე, ისეთი პირი უჩანს სიტუაციას, ცოტა თავის შეკავება არ გვაწყენდა, ბაცილასავით, რომ არის უკვე მოდებული დედის გინება და უხამსი ჟესტები. ისე ცნობისათვის: ასეთი გინებები რაც გვესმის ყველა მხრიდან მტრის მისამართით არის მშიშრების საქმე, აგერ ყურის ძირში დგანან მტრები და თუ ბიჭები ხართ პირდაპირ იმათ უთხარით. სტუდიიდან ძალიან ადვილია გინება. სანამ ნახევრად გაღვიძებულ დათვს სულ მთლიანად არ გავაღვიძებთ როგორც გაგიჟებულ მხეცს არ მოისვენებთ. მერე უკვე ძალიან გვიან იქნება თითზე კბენანი.
goga
13 ივლისი 2019 18:49
38
ვიგინებით ჟესტებს ვაჩვენებთ და რა????? რას ვიგებთ ამით? არაფერს. გულს ვიოხებთ და ეგ არის მეტი არაფერი.
nodari
13 ივლისი 2019 20:01
10
რუსების საქციელი სასაცილოა სატირლად რომ არ ქონდეთ საქმეეეე, ხა ხა ხა.
roma
13 ივლისი 2019 18:29
7
რომა მაგარი მიამიტი ვინმე ჩანხარ.
?
13 ივლისი 2019 21:31
6
რომა რუსებს მაინც რაში აქვთ სატირლად საქმე? ჩვენ ვიკითხოთ ცუდად, რომ გვაქვს საქმე, ჩვენი სისულეელებით, თორემ ყველა კარგად არიან.
laSa
13 ივლისი 2019 21:28
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული