საბურთალო VS შერიფი - გვაქვს სანერვიულო თამაშის წინ?

AutoSharing Option
ფოტო:fb.com/fc.saburtalotb/

დღეს, 16 ივლისს, "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ტირასპოლის "შერიფს" უმასპინძლებს.

პირველი შეხვედრა მოლდოვაში "საბურთალომ" 3:0 მოიგო და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. გარდა დიდი ანგარიშისა, "საბურთალო" ყველა მნიშვნელოვან კომპონენტში სჯობდა მეტოქეს.

ბურთის ფლობა 52:48-ზე იყო "საბურთალოს" სასარგებლოდ. კარისკენ თბილისელებმა 13-ჯერ დაარტყეს, ტირასპოლელებმა - მხოლოდ 7-ჯერ. ზუსტი დარტყმების მხრივაც "საბურთალოს" ჰქონდა უპირატესობა - 5:4.

"შერიფმა" 1-ით მეტი კუთხური ჩააწოდა, ვიდრე "საბურთალომ" - 6:5. ჯარიმების მხრივ გუნდებს თანაბარი მაჩვენებელი ჰქონდათ, ორივე კლუბის ფეხბურთელებმა 11-11-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესები.

გუნდმა, რომელიც შეხვედრამდე აშკარად ფავორიტად ითვლებოდა, საშინაო მოედანზე ვერაფრით აჯობა ქართულ კლუბს და ძნელი საფიქრალია, თუ რა საფრთხე შეუძლია შეუქმნას "საბურთალოს" თბილისში.

აღსანიშნავია, რომ 3-ბურთიანი სხვაობა ყველაზე დიდია, რა ანგარიშითაც "შერიფს" სახლში წაუგია. ამის მოხერხება "საბურთალომდე" ზაგრების "დინამომ" (2013 წ.), "ბაზელმა" (2010 წ.) სტამბულის "ბეშიქთაშმა" (2007 წ.) და "გრაციერ აკ"-მა (2002 წ.) მოახერხეს. პირველმა სამმა გუნდმა "შერიფი" "საბურთალოს" მსგავსად 3:0 დაამარცხა, ავსტრიულმა კლუბმა კი ტირასპოლში 4:1 მოიგო.

ალბათ, არ იქნება მოულოდნელი, თუ ვიტყვით, რომ აღნიშნულ შეხვედრებში დამარცხების შემდეგ "შერიფი" მომდევნო ეტაპზე არცერთხელ არ გასულა. არა მხოლოდ ამ შეხვედრებში, არამედ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "შერიფი" არასდროს გასულა შემდეგ წრეში, როცა სახლში თამაში წააგო.

მოლდოვური კლუბი არც მაინცდამაინც გასვლაზე ბრწყინავს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "შერიფმა" გასვლითი 33 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 7-ჯერ მოახერხა გამარჯვება. თან ამ კლუბების წინააღმდეგ: "არკასი" (სომხ), 2001 წ; "სლიემა ვონდერერსი" (მალტ), 2005 წ; "რეინჯერსი" (ანდორ), 2007 წ; "ინტერ ტურკუ" (ფინ), 2009 წ; "ულისესი" (სომხ), 2012 წ; "სუტიეშკა" (მონტენ), 2013 წ. და ისევ "სუტიეშკა", 2014 წ.

მოგეხსენებათ, შარშან "შერიფის" საკუთარ კედლებში დამარცხება ქუთაისი "ტორპედომ" მოახერხა.

მოკლედ, სტატისტიკა "შერიფის" მხარეს ნამდვილად არ გახლავთ. კლუბის სათამაშო ისტორიიდან გამომდინარე, ტირასპოლურ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის არანაირი შანსი არ აქვს.

გარდა ამისა, 1 კვირის წინ გამართულმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ არც თანამედროვე "შერიფი" არის ძალიან ძლიერი მეტოქე. მოლდოველებს არც აწმყო და არც წარსული იმედს ნამდვილად არ აძლევთ.

რაც შეეხება "საბურთალოს", ვიცით, რომ ეს თბილისური გუნდისათვის პირველი ევროტურნირია და დასაწყისი შესანიშნავი გამოუვიდათ. აქიდან გამომდინარე, "საბურთალოზე" ბევრი დასაწერი ჯერ არ გვაქვს, თუმცა მაგალითად ქართული კლუბების მოყვანა შეიძლება.

ბოლო დროს ქართული კლუბები ევროტურნირების გასვლითი შეხვედრების მოგებას ხშირად ვერ ახერხებენ(თუ "ჩიხურას" არ ჩავთვლით), თუმცა თუ მოიგეს, შემდეგ ეტაპზე გადიან ხოლმე. არასასიამოვნო რამ ბოლოს ისევ საჩხერის "ჩიხურას" დაემართა, როცა "ზიმბრუსთან" გასვლაზე მოგებული შეხვედრის შემდეგ ზესტაფონში დამარცხდა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.

"საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროთასების პირველ შეხვედრას გამართავს.

დიდი უპირატესობის მქონე გუნდს დასამტკიცებელი საკუთარი გულშემატკივრისთვის აქვს, რადგან შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში მოწინააღმდეგე ზაგრების "დინამო" იქნება, რომლის წინააღმდეგ გამარჯვებაც ბევრი გულშემატკივრის გარეშე ძნელი იქნება.

ამიტომ, "საბურთალოს" კარგი თამაში მართებს, რადგან მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლა საკმარისი არ არის. თან "შერიფს" შესატევი აქვს და წესით, "საბურთალოს" სწრაფ ფეხბურთელებს დიდი სივრცეები უნდა ჰქონდეთ.

საბედნიეროდ, თბილისურ კლუბს ტრავმირებული ფეხბურთელები არ ჰყავს და სრული შემადგენლობით ემზადება დღევანდელი შეხვედრისათვის.

თამაში კი დღეს, 16 ივლისს, 21:30 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა, როგორც სალაროებში, ასევე ონლაინ ამ ბმულზე შეგიძლიათ.

რა თქვეს მწვრთნელებმა მატჩამდე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
ყოჩაღ ბიჭებს!!! მაგრამ ერთი მაგრამ, ზემოთ სტატიის ავტორს აკრიტიკებს თბილი სიტყვები დაგეწერა ჯობდაო,თუმცა ვფიქრობ სტატია ცუდი არ არის და არცერთი სალანძღავი სიტყვა მე იქ არ წამიკითხავს და არც არის საჭირო მთების გადადგმა.როდემდე უნდა ვიყოთ (ოღონდ ერთი ეტპი გადაგვალახია და მეტი არ გვინდა)მთების გადადგმა და ასეთი გამოხატვა კარგი იქნება და მოუხდება,როცა ჯგუფში მოვხვდებით.წარმატებები საბურთალოს და ყველა ქართულ გუნდს!!!
hhh
16 ივლისი 2019 17:53
0
სტატია არ მომეწონა. ასეძთ თავდაჭერილ სტატისტიკურ ანალიზს, სჯობდა ერთი თბილი სიტყვა დაგეწერათ საბურთალოზე. პირველად ვნახე ეს გუნდი, საერთოდ, შერიფთან თამაშში და რამაც სასიამოვნოდ გამაოცა - იყო შემართება და ქართული გუნდებისთვის არადამახასიათებელი სითამამე და სილაღე. არ თამაშობდნენ შეშინებულები და არ უკვირდათ , რომ იგებდნენ. ეს არის საწინდარი, რომ გუნდი ცამოყალიბდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგიით და მისცეს მაგალითი დანარჩენებს. მწვრთნელს კი განსაკუთრებული მადლობა. ყოჩაღ!!!
გადასარევი გიორგი
16 ივლისი 2019 12:57
2
გაბალასთან 10ათასი მინიმუმ მივა
ka
16 ივლისი 2019 12:40
1
დარწმუნებული ვარ საბურთალო ისევ მოუგებს. მჯერა რომ აგდებულად არიავის მოეპყრობიან, თვითონ დებიტი აქვთა და სხვისი არ დაფასება არ იქნება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ ისევ ისეთ თამაშს აჩვენებენ, რომელიც მე ძალიან მომეწონა. ასე თუ ითამაშეს იმედი მაქვს, რომელიმე ჯგუფში აუვცილებლად ვიხილავთ. წარმატებას ვუსურვებ საბურთალოს.
Geo_Dinamo
16 ივლისი 2019 12:27
0
თბილისში რომ არ დადის ხალხი სტადიონზე ამას უკვე მივეჩვიეთ,აგერ დინამოს მატჩზე ევროთასებზე თითქმის ცარიელი იყო სტადიონი.არ მინდა იგივე მოხდეს დღეს საბურთალოს შემთხვევაშიც,7-8 ათასი კაცი მაინც თუ მივა არ იქნება ცუდი,გუნდი პირველად თამაშობს ამ დონეზე და მხარდაჭერა ჭირდება.იმედი მაქვს ბათუმის დინამო ევროსაგზურს მოიპოვებს წელს და გაისად სტადიონიც მზად იქნება და მაშინ ნახეთ ანშლაგი ბათუმში.
წარმატებები ყველა ქართულ გუნდს!!!
ქობულეთელი
16 ივლისი 2019 11:48
0
saburtalo kidev noigebs, cheripi didi cnexis kvech ari, es ar ari im donis gundi 3 burtiani handikapi ro amokachos, tan cels gansxvavebulia vidre charchan, charchan upro kargi pegburtelebi kavda igive badibanga, 3 brazilieli, nigerieli , cels checvlilia gundi, saburtalos carmatebebi, imsaxurebs es gundi chemdeg etaps da gava kidevac, xalxi unda mivides stadionze aseti gundi unda daapaso da gverdit daudge.
KUTAISELI
16 ივლისი 2019 11:29
0
მე და კიდევ 4 ქუთაისელი მეგობარი მოვდივართ დღეს საბურთალოს საგულშემატკივროდ.. და თქვენ, საბურთალოელები და დანარჩენი თბილისელები რას აპირებთ? ახლა მარტო 5 კაცს ნუ მიგვიყვანთ სტადიონზე :D
ქუთაისელი
16 ივლისი 2019 11:19
0
გაუმარჯოს ქუთათურებს, როგორ გული მწყდება ტორპედოზე, არადა რა გულიანი გულშემატკივრობა იცით და ეს რაც მოხდა არ იმსახურებდით!!!!!
ზაზა
16 ივლისი 2019 14:21
0
ჯიგრები ხართ,მე სამწუხაროდ ბათუმში ვარ ვერ მოვდივარ თორე იქ ვინცააა ყველა უნდა მ8ვიდეს,მართლა დაიმსახურეს ამ ბიჭებმა.
პ.ს ყველაზე მაგარი გრძნობა როცა თბილისელები-ქუთაისელები-აჭარლები ერთმანეთს ჭამენ შიდა ჩემპიონატში მაგრამ ევროთასებზე ყველა ერთნი ვართ))
გენაცვალეთ!!
დავით
16 ივლისი 2019 14:20
0
უსათუოდნ უნდა მოვიგოთ, მთავარია გოლი არ გავუშვათ და რაც ნაკლები შეცდომა გვექნება მით მეტი შანსი გვექნება გამარჯვების, ღმერთი ჩვენსკენ და ზაგრების დინამოსთან სათამაშოდ ამაღლებული განწყობით უნდა გავიდეთ.
roma
16 ივლისი 2019 10:51
0
მე ისიც მახსოვს, გასვლაში 3-1 გამარჯვების შემდეგ ზესტაფონმა უდიდესი უპირატესობის მიუხედავად პირველ ტაიმში,მალტის ბირკირკარასთან 0-3 რომ წააგო.ერთი გოლი შემთხვევით გაუშვეს და აირია გუნდი.ასე რომ ანგარიშის იმედზე არაფრით არ შეიძლება ყოფნა.სრული ძალით და კონცენტრაციით თამაშია საჭირო,მატჩის ბოლომდე.სავსე ტრიბუნებიც, რა თქმა უნდა.
სოსო
16 ივლისი 2019 10:26
1
შევამოწმე მათე.შლიემა უონდერერსი ყოფილა.მარგვეთი კი ზესტაფონისა იყო ამიტომ დავწერე,ზესტაფონელების გარდა,ჩვენთვის მარგვეთიც ზესტაფონია და მანამდე მეტალურგიც.ეს მარგვეთის დებიუტი იყო ევროთასებზე და ყველა გამარჯვებაში იყო დარწმუნებულიო.ყოველ მეორე ოჯახში სუფრა იყო გამზადებული,მატჩის შემდეგ საზეიმოდო და გუნდი გამოვარდა.0-2 სწერია ანგარიში,მაგრამ სტუმრად 3-1 გამარჯვების შემდეგ,სახლში 0-2 წაგება,მარგვეთს გაიყვანდა შემდგომ ეტაპზე.ასე რომ შედეგი საიტზე არასწორად არის დადებული და მე სწორად მახსოვს.სწორედ ამას ვაფრთხილებ ,რომ ზედმეტმა დამშვიდებამ,მაშინდელი შედეგი არ მოგვიტანოს.შერიფი ხომ შეუდარებლად ძლიერია,იმ შლიემაზე და სამი გოლოს გატანა ნამდვილად შეუძლია,თუ მზად არ შევხვდებით ბრძოლას.გულდამშვიდებას გაცილებით უფრო ძლიერი და გამოცდილი გუნდებიც კი არაერთხელ დაუღუპია.მას შემდეგ 23 წელი გასულა და არ მინდა ახალი მაგალითი კიდევ მოგვეცეს.
.
სოსო
16 ივლისი 2019 13:33
1
ჯერ ერთი, ბირკირკარა და კი არა, სლიემა ვონდერერსი იყო და მაშინ ზესტაფონი კი არა, მარგვეთი ერქვა.
მათე
16 ივლისი 2019 12:09
0
ბაჩო,გრამატიკაში არ გამეცადინებდნენ? სიტყვა გულშემატკივარი ბრუნვისას იკვეცება,უნდა იყოს გულშემატკივრის...
სტატუს ქუო
16 ივლისი 2019 10:21
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული