გიორგი ჭიაბრიშვილი "შერიფთან" მატჩის წინ: ყრუ დაცვაში ჯდომა არ შეგვიძლია

AutoSharing Option
ტირასპოლის "შერიფთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრის წინ "საბურთალოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ტრავმირებულია ინტერს გი და ის მომავალი შეხვედრისთვის არ ემზადება. დანარჩენი ყველა ასე თუ ისე ჯანმრთელადაა.

ხვალინდელი მატჩი იმაზე რთული იქნება, ვიდრე პირველი შეხვედრა იყო. წინა დაპირისპირებაში ცოტა შეუფასებლობის მომენტი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ უფრო ძლიერ "შერიფს" ვიხილავთ.

წინა შეხვედრის დამთავრებისთანავე დავიწყეთ მომზადება. სამუშაოდ 4 დღე გვქონდა. ამ პერიოდში რთულია ახალი რაღაცის მოფიქრება. ფსიქოლოგიურად, დიდი სამუშაო გავწიეთ, რომ
მოთამაშეებმა საკუთარ თავს მოშვების საშუალება არ მისცენ.

ამ თამაშისთვის ფუნქციონალურად ლევან ყენია მზად არ არის. ერთი თვით ადრე დამთავრდა ლუქსემბურგის ჩემპიონატი, ამიტომ მისი მზადება ფორსირებულად მიმდინარეობს.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ხვალ რა შემადგენლობით ვითამაშებთ. დღეს ბოლო ვარჯიშია და ბევრი რამ კონკრეტულად ამ ვარჯიშზე გადაწყდება. ჩატარებულმა მატჩმა მაჩვენა, რომ რადიკალური ცვლილებები არ არის საჭირო.

ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ასეთ დროს თავდაცვა კარგია. ჩვენ ასეთ რამეებს არ და ვერ ვიყენებთ: ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. ყრუ დაცვაში ჯდომა არ შეგვიძლია. ვეცდებით, პირველ ნომრად ვითამაშოთ. ვნახოთ, მოწინააღმდეგე რის საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

თბილისის "საბურთალოსა" და ტირასპოლის "შერიფის" მატჩი 16 ივლისს, 21:30 საათზე, "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

altწინ გზა განათდა - რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე

altარის! - "საბურთალომ" სტუმრად "შერიფი" გააბითურა [VIDEO]

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა თქვენ იცით ბიჭებო! უნდა მოიგოთ !
George
03:40 16-07-2019
0
ღმერთმა ნუ ქნას, ხვალ იმედები გაგვიცრუოთ. დღეს ასეა ვინც მეტს შრომობს ის იგებს, მოემზადეთ 100%-ით ბრძოლისთვის. ღმერთი თქვენკენ.
გიზოგ
17:48 15-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული